თუ მაცივარში ცოტაოდენი კეფირი შემოგრჩათ, მოამზადეთ უგემრიელესი სომხური ქადა

შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი სომხური ქადის რეცეპტს. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ოქროსფრად დაბრაწული, გემრიელი გულსართით გაჯერებული ქადა არ უყვარს. მოამზადეთ საოცარი ქადები და ისიამოვნეთ!

ქადის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 900-1000გრ
  • კეფირი 300 მლ
  • მარგანინი 320 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • სოდა 5 გრ
  • ვანილი მწიკვი

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქარი 300 გრ
  • კარაქი 300 გრ
  • ფქვილი 2-3 ჩ. ჭ.
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ვამზადებთ ცომს. საშუალო ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი, სოდა, ვანილი და აურიეთ, შემდეგ დაამატეთ დარბილებული მარგანინი, კვერცხი, კეფირი და მოზიელთ ცომი.
  2. მაზა ცომი გაყავით 3 ნაწილად. გამოხელეთ 3 გუნდა. თასს  დაგადააფარეთ საკვების ცელოფანი და შედეთ მაცივარში.

ამზადებთ გულსართს:

  1. დარბილებულ კარაქს დაამატეთ შაქარი, ფქვილი, ვანილი და აურიეთ. გულსართიც გაყავით 3 ნაწილად.
  2. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან. ფქვილმოყრილ მაგიდაზე ჯერ გააბრტყელეთ ერთი გუნდა, შემდეგ დაიტანეთ გულსართის ერთი ნაწილი და თანაბრად გაანაწილეთ. ცომი გადხვიეთ ისე, რომ რულეტი მიიღოთ. ზედაპირზე ჩანგლით გააკეთეთ ზოლები და სპეციალური საჭრელით დაჭერით რომბებად.

საცხობ ფორმაზე დააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტი. ქადებს შორის დაიცავით დისტანცია და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი. გემრიელად მიირთვით!