შემოგთავაზებთ ფენოვანი ცომის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ უგემრიელესი დესერტების მომზადებას.
საჭირო ინგრედიენტები:
- ფქვილი 150 გრ
- კარაქი 80 გრ
- კვერცხის გული 1 ცალი
- მარილი მწიკვი
- წყალი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი. ჩაახეხეთ ცივი კარაქი, აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი ცომი.
- დაამატეთ კვერცხის გული, 3 ს. კ. ძალიან ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი.
- მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- ცომი მზად არის სხვადასხვა გემრიელობების მოსამზადებლად. შეგიძლიათ მოამზადოთ ორცხობილები, ღვეზელები. კრემიანი ნამცხვრები.
- გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
გემრიელად მიირთვით!