როგორ გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა მხოლოდ ნივრის ჩენჩოს დახმარებით

ნათქვამია, ,,სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო“. გინდათ, რომ თქვენი კანი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს? მაშინ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ. ყველას კარგად მოგეხსენებათ ანტიბაქტერიული სამკურნალო მცენარის ნივრის შესახებ, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ებრძვის ვირუსულ დაავადებებს. გაგიკვირდებათ და უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ნივრის ჩენჩოებიც, რომელიც აახალგაზრდავებს კანს და უნარჩუნებს მას სილამაზეს ღრმა სიბერემდე.

ნივრის გარჩევისას ჩენჩოები არ გადაყაროთ, შეაგროვეთ და შეინახეთ, რადგან ის მართლაც რომ უძვირფასესი საშუალებაა კანის მოსავლელად და მისთვის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

მომზადების წესი:

აიღეთ ერთი მუჭა ნივრის ჩენჩო.  აადუღეთ 200 მლ წყალი, დააყოვნეთ 1-დან 3 წუთამდე და შემდეგ დაასხით ნივრის ჩენჩოს. ნაყენის დალევა შეგეძლებათ დაყენებიდან 6-8 საათის შემდეგ. დაიმახსოვრეთ, რომ არ შეიძლება ნაყენის მიღება ცხელ ან ოდნავ თბილ მდგომარეობაშიც კი.

აუცილებელია, დღის განმავლობაში მიიღოთ 4 ჭიქა ნაყენი, რომელიც წინასწარ უნდა მოამზადოთ. მამაკაცებმა ნივრის ჩენჩოების ნაყენი უნდა მიიღონ ნებისმიერი თვის 10-დან 20 რიცხვამდე პერიოდში, ხოლო ქალბატონებმა – 20-დან 30 რიცხვამდე.

პირობას გაძლევთ, ძალიან მალე საკუთარ კანს ვეღარ იცნობთ: ის დაიბრუნებს ტონუსსა და სიმტკიცეს, საგრძნობლად შემცირდება ნაოჭები და ლაქებიც კი.

ძალიან დიდ იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!