რა სარგებლობა მოაქვს კარტოფილის წვენს და როგორ გამოვიყენოთ ის

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის ძირითადი ინგრედიენტი კარტოფილია. ეს ბუნებრივი პროდუქტი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა თუ მისი სწორად გამოყენება იცით.

კარტოფილის ბაზაზე მომზადებული სასმელი სწრაფად კურნავს გასტრიტს, წყლულებს, ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას და გაგათავისუფლებთ ზედმეტი წონისგან.

რა არის ასეთი განსაკუთრებული კარტოფილის წვენში? მისი შესაძლებლობების ფრთო სპექტრი გაგაოცებთ.

1. კურნავს გასტრიტს

კარტოფილი არის ტუტე, ამიტომ მისი წვენი ემსახურება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ხელს უწყობს ჭარბი მჟავიანობის განკურნებას (გულძმარვას).

გასტრიტის სამკურნალოდ აიღეთ 1 ს. კ. კარტოფილის წვენი გახსენით 150 მლ წყალში და მიიღეთ საუზმემდე, სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე. შედეგს დაუყონებლივ იგრძნობთ.

2. კურნავს კუჭის წყლულს

თუ თქვენ ყოველ დილით მშიერ კუჭზე მიიღებთ 50 მლ კარტოფილის წვენს და იგივე პროცედურას გაიმეორებთ ყოველი ჭამის წინ, თქვენ გასაოცარ შედეგს მიიღებთ.

3. დიაბეტი

რეკომენდებულია გამოიყენოთ კარტოფილის წვენი, რადგან ის ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

4. ფილტვების დაავადებები

თუ თქვენ ეწევით, რეგულარულად მიიღეთ კარტოფილის წვენი. მართალია, სასმელი ვერ დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ ამ მავნე ჩვევას, მაგრამ გაგისუფთავებთ ფილტვებს.

კარტოფილის წვენის კიდევ რამდენიმე სასარგებლო თვისება:

  1. კარტოფილის წვენი ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალებაა, რომელიც ეფექტურად ებრძვის ართრიტს და სახსრების სხვა დაავადებებს.
  2. სამკურნალო სასმელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  3. გამოიყენება ეგზემისა და აკნეს სამკურნალოდ.
  4. გაგათავისუფლებთ ზედმეტი წონისგან.
  5. ეფექტურად გამოიყენება პოდაგრის წინააღმდეგ და გამორიცხავს შარდმჟავას.
  6. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.
  7. წმენდს ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლს.
  8. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ კარტოფილის წვენი ეფექტურად გამოიყენება პანკრიასისა და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ.
  9. კარტოფილის წვენი A, C, B ვიტამინების, ფოსფორის, კალციუმის, რკინის, კალიუმის, ზეაქსანტინისა და ცილის ბუნებრივი წყაროა.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილის წვენი?

  1. კარტოფილი უნდა იყოს აუცილებლად ორგანული. წვენის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წვენსაწური ან უბრალოდ გახეხეთ კარტოფილი და შემდეგ გაწურეთ.
  2. კარტოფილის წვენის 1 ს. კ. გააზავეთ 150 მლ გაფილტრულ  წყალში.
  3. სასმელი მიიღეთ მომზადებისთანავე.
  4. თუ კარტოფილის წვენის გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ შეურიოთ ვაშლის, სტაფილოს ან გოგრის წვენი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.