ბულგარული წიწაკა პომიდვრის სოუსში. გემრიელობა, რომელსაც ზამთრისათვის ყოველთვის ვამზადებ

0
496

შემოგთავაზებთ ტკბილი ბულგარული წიწაკითა და პამიდვრის სოუსით მომზადებული ძალიან გემრიელი და არომატული სალათის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბულგარული წიწაკა (წითელი, მწვანე) 4 კგ
  • პამიდორი 1,5 კგ
  • მზესუმზირის ზეთი 200 მლ
  • ძმარი 9%-იანი 100 მლ
  • შაქარი 100 გრ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, თესლისგან გაასუფთავეთ, კიდევ გარეცხეთ და დაჭერით დიდ ნაჭრებად.
  2. პამიდორი გარეცხეთ, დაასხით ცხელი წყალი და ცოტა ხანს გააჩერეთ. შემდეგ გაფცქვენით, დაჭერით და დააბლენდერეთ.
  3. პამიდორი ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. დაბალ  ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი.
  4. დაამატეთ წიწაკა, ძმარი და აადუღეთ. ადუღეთ 20-30 წუთი და გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ გასტერილებული ხუფები. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ გაგრილებამდე.

გემრიელად მიირთვით!