ყველაზე ეფექტური 7 ვარჯიში ღაბაბის მოსაშორებლად

ფიზიკური აქტივობები და ჯანსაღი დიეტის დაცვა საუკეთესო გზაა იდეალური ფიგურის შენარჩუნებისათვის. თუმცა, იგივე ეხება თქვენი სახის კუნთებსაც, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად მათ სიმკვრივეს კარგავენ. სწორედ ამიტომაა საჭირო ასეთი ვარჯიშების შესრულება:

კუნთების გახურება

სხვა ვარჯიშების მსგავსად, სახის კუნთების გახურების პროცესიც მნიშვნელოვანია. ამ მიზნით გამოწიეთ წინ და შემდეგ უკან თქვენი ყბა. შეასრულეთ იგივე მოძრაობები მარცხენა და მარჯვენა მხარეს. ყველა მოქმედება უნდა შეასრულოთ ნელა და ნაზად. გაიმეორეთ ეს პროცესი ათჯერ.

1. კოვზი

გააღეთ პირი და გადაატარეთ თქვენი დაბლითა ტუჩი ზედა კბილებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყბის დახმარებით წყალი უნდა აიღოთ კოვზივით. ამ პროცესში ჩამოწიეთ თავი დაბლა და დახურეთ პირი თავის მაღლა აწევისას. ამ ვარჯიშის შესრულების დროს სრულიად უნდა მოადუნოთ ტუჩების კუთხეები.

2. შეეხეთ ცხვირს

გამოწიეთ თქვენი ენა რაც შეიძლება წინ და ეცადეთ შეეხოთ მისი წვერით ცხვირს. მოადუნეთ ტუჩები და გაიმეორეთ ეს მოქმედება ხუთჯერ.

3. იდეალური ოვალური სახე

თუკი გსურთ, რომ თქვენი სახის ფორმა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, მაშინ ეს ვარჯიში უნდა შეასრულოთ: მიაბრუნეთ თავი მარცხნივ და დაბლითა ყბა გამოწიეთ წინ, რათა დაიჭიმოს კისრის კუნთები. ამ დროს კისრის მარცხენა მხარის დაჭიმვა უნდა იგრძნოთ. შემდეგ მიაბრუნეთ თავი მარჯვნივ და გაიმეორეთ იგივე მოქმედება მეორე მხარეს. შეასრულეთ ეს ვარჯიში ხუთჯერ ორივე მხარეს.

4. აკოცეთ ჟირაფს

წარმოიდგინეთ, რომ ჟირაფს კოცნით ან ვინმე მაღალ პიროვნებას

აწიეთ სახე მაღლა და შეხედეთ ჭერს. ოდნავ გამოწიეთ წინ ყბა და ტუჩები ისე, თითქოს ვინმეს კოცნას აპირებთ. თუკი ვარჯიშს სწორად ასრულებთ, მაშინ კისრის არეში დაჭიმულობა უნდა იგრძნოთ. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 5-8 წამის განმავლოაში და შემდეგ გაიმეორეთ ხუთჯერ.

5. წინააღმდეგობა

ამ ვარჯიშისთვის უნდა შეკრათ ორი მუჭი და უნდა მიიდოთ ისინი ყბის ქვემოთ. შემდეგ ნელა დააწექით ყბით თქვენს მუშტებს და დაძაბეთ კუნთები მათ წინააღმდეგობასთან შეჯახებისას. დაჭერის ძალა თანდათან უნდა გაზარდოთ. როდესაც მაქსიმალურ ზეწოლას მიაღწევთ, გაჩერდით ასეთ მდგომარეობაში 3 წამით და შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ ეს ვარჯიში შვიდჯერ.

6. ღიმილი

დაჭიმეთ კბილები პირის დახურვის შემდეგ და შეეცადეთ გაწელოთ ტუჩების კუთხეები მაქსიმალურად. შემდეგ მიაწექით ენით პირის ზედა ნაწილს და გაზარდეთ ამ მიწოლის ძალა თანდათან. ამ ვარჯიშის სწორად შესრულებისას ყბის კუნთების დაჭიმვა უნდა იგრძნოთ. შეინარჩუნეთ ასეთი დაჭიმულობა 5 წამის განმავლობაში და შემდეგ მოდუნდით 3 წამით. ამის შემდეგ გაიმეორეთ ვარჯიში რვაჯერ.

7. ფუმფულა ლოყები

შეისუნთქეთ ღრმად და აავსეთ პირი ჰაერით, შემდეგ დახურეთ ის და გამობერეთ ლოყები. შემდეგ მიადეთ ხელისგულები ლოყებს, რათა იგრძნოთ კუნთების დაჭიმულობა. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 3-5 წამით და შემდეგ მოდუნდით ჰაერის გამოშვებასთან ერთად. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ექვსჯერ.