რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, ეს ნიღაბი შესანიშნავ შედეგს მოგცემთ. ნაოჭები და ლაქები მალევე ნაკლებად შესამჩნევი გახდება

0
456

შემოგთავაზებთ ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, ამცირებს ნაოჭებს, ათანაბრებს კანის ტონს, ანიჭებს სიგლუვესა და ბზინვარებას.

ნიღაბის ძირითადი ინგრედიენტი არის ქერი, რომელიც მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ქერი დიდი რაოდენობით შეიცავს A, D, E, B 12_ ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს, კობალტს, ფტორს, იოდს.

ქერი მდიდარია პანტოთენის მჟავით (ვიტამინ B5), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედებისა  და ჰორმონების წარმოქმნაში.

ქერი შეიცავს ლიგნანებს. ლიგნანები არის ფიტოესტროგენები, რომლებიც ასტიმულირებენ კოლაგენის წარმოებას.

ქერი შეიცავს აზელაინის მჟავას, რომელიც ძალიან მოთხოვნადია კოსმეტიკურ ინდუსტრიაში, რადგან მას გარეგანი გამოყენებისას აქვს კანის გათეთრებისა და ჰიპერპიგმენტაციის შემცირების ეფექტი.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქერი 200 გრ
  • წყალი 4 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ქერი მთელი ღამით ჩაალბეთ წყალში. დილით დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღეთ 1 საათი. გადმოდგით ცეცხლიდან, მოურიეთ და საცერის საშუალებით გადაწურეთ. სითხე გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში.
  2. მიღებული ფაფისებური მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ამის შემდეგ სახეზე წაისვით ქერის ნახარში და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.