კანის პრობლემათა სამკურნალოდ ეს ხელნაკეთი კრემი ჩემი საუკეთესო დამხმარეა

ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი პოპულარული ინგრედიენტებია, რომლებიც შედის კანის მოვლის საშუალებების უმეტესი ნაწილის შემადგენლობაში.

სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ალოე ვერა:

  • ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ალერგიას
  • კურნავს დამწვრობას
  • არის სტრიების, ჭორფლის, აკნესა და აკნეს ნაწიბურების საწინააღმდეგო
  • ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს
  • ქოქოსის ზეთი
  • კანის ბუნებრივი დამატენიანებელია
  • აფერხებს დაბერების პროცესს
  • განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი კანისთვის
  • გააჩნია ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები
  • კანს ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას
  • ამ ორი უძლიერესი ინგრედიენტის კომბინაცია კანისთვის საოცრებებს ახდენს.

შემოგთავაზებთ ალოე ვერასა და ქოქოსის ზეთის ბაზაზე მომზადებული გელის რეცეპტს. გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს, აკნეს ნაწიბურების, დამწვრობების, ჭრილობების სამკურნალოდ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ალოე ვერა გელი 1/3 ჩ. ჭ.
  • ქოქოსის ზეთი 1/2 ჩ. ჭ. (სასურველია მყარი მდგომარეობის)
  • ვანილის ან ვარდის, ან ლავანდის ეთერზეთი რამდენიმე წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ქოქოსის ზეთსა და ალოე ვერას გელს ურევთ 5-10 წუთი, უნდა მიიღოთ ღია ფერის გლუვი ტექსტურის მასა. შემდეგ შეურიეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.

მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის კონტეინერში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახის კანზე, ისე ტანზე. სასურველია, წაისვათ შხაპის მიღების შემდეგ.

ქოქოსის ზეთისა და ალოე ვერას გელის კომბინაცია გამოიყენეთ რეგულარულად და დაივიწყეთ კანის პრობლემები!