6 დაფარული მიზეზი, რის გამოც ვერ ორსულდებით

დაორსულების ხელის შემშლელ ფაქტორებში შედის მოწევა, სპეციალური აბები და ა.შ თუმცა, ამ ფაქტორების გარდა დაორსულებაში ხელი კიდევ რამდენიმე დაფარულმა ასპექტმაც შეიძლება შეგიშალონ. გაიგეთ ყველაფერი მათ შესახებ:

6. ზედმეტად ბევრი გადამუშავებული ცხიმების ჭამა

შემწვარ პროდუქტებში, პიცაში, ჩიფსებში და მსგავს საჭმელებში არსებული გადამუშავებული ცხიმები ნაყოფიერებაზე უარყოფითად მოქმედებენ. ჯანსაღი ნახშირწყლების მაგივრად ასეთი ცხიმების მიღებამ შესაძლოა ოვულატურული დარღვევების რისკი 73 პროცენტით გაზარდოს. ასეთი სასუსნავების ჭამის სურვილის ქონის დროს სჯობს მიირთვათ ბანანი, იოგურტი ან ნუში.

5. ზედმეტი ვარჯიში

ვარჯიშს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული დადებითი ეფექტი ნაყოფიერებაზე, თუმცა მისი რაოდენობის კონტროლი აუცილებელია. ზედმეტად ბევრ ვარჯიშს ნეგატიური ეფექტი ექნება თქვენს რეპროდუქციულ ციკლზე.

4. თქვენი სხეულის მასის ინდექსი დაბალია

ნორმალურზე დაბალი მასის ინდექსის ქონამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვერცხეების დისფუნქცია, უნაყოფობა და ნაადრევი დაბადების პრობლემა. ასეთ დროს სჯობს აკონტროლოთ თქვენი ნუტრიციების მენიუ და შეგიძლიათ ასევე აპლიკაციებიც გამოიყენოთ იმისათვის, რომ საკმარისი საკვების მიღების პროცესი გააკონტროლოთ.

3. თქვენი პარტნიორი დასტრესილია

მამაკაცის ნაყოფიერებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ისეთი სტრესული ფაქტორები, როგორიცაა სამსახური, ოჯახი და სოციალური ცხოვრება.

2. არასწორი ლუბრიკანტის გამოყენება

არსებობს ისეთი ლუბრიკანტები, რომლებიც Ph-ის საკმარის ლეველს შეიცავენ, რისი დახმარებითაც დადებითი ეფექტი აქვთ მამაკაცის ნაყოფიერებაზე.

1. ნაყოფიერების პერიოდის არასწორად გამოთვლა

ზოგჯერ ასეთი ფანჯრის გამოთვლა საკმაოდ ძნელია, თუკი თქვენი პერიოდები არარეგულარულ სახეს იღებს. თუმცა, არსებობს ისეთი აპლიკაციები, რომლებიც მსგავსი ციკლების გამოთვლას თქვენს მაგივრად ავტომატურად შეძლებენ.