რითი ჩავანაცვლოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულები? ბიუჯეტური და არანაკლებ ეფექტური ალტერნატივა

შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულების შინ მომზადებას.

კაფსულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ საბავშვო სარეცხის ფხვნილი. აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი, ფოსფატებისა და სხვა მავნე მინარევების გარეშე.

მომზადების წესი:

  1. აურიეთ 7 წილი საბავშვო ფხვნილი და 3 წილი კალცინირებული სოდა, დაამატეთ იმ რაოდენობის წყალი, რომ მიიღოთ სქელი ფაფისებური მასა.
  2. მომზადებული მასა  გაანაწილეთ ყინული კუბიკების ფორმაში.
  3. ცოტა ხნის შემდეგ ამოიღეთ და მზა კაფსულები შეინახეთ მინის ქილაში.
  4. ჭურჭელი უნდა გარეცხოთ 40-50 გრადუსის ტემპერატურაზე.
  5. კალცინირებული სოდა ორ ფუნქციას ასრულებს: წმენდს და არბილებს წყალს.

გლიცერინის კაფსულები

160 გრ საბავშვო სარეცხის ფხვნილს დაამატეთ 40 გრ კალცინირებული სოდა, 5 მლ გლიცერინი და აურიეთ. მზა მასა გაანაწილეთ ყინულის კუბიკებში. ცოტა ხნის შემდეგ ამოიღეთ და კაფსულები ჩაყარეთ მინის ქილაში.

ბორაქსითა და ლიმონმჟავით მომზადებული კაფსულები

საჭირო ინგრედიენტები:

  • კალცინირებული სოდა 75 გრ
  • ბორაქსი 100 გრ
  • მაგნეზია 250 გრ
  • ლიმონმჟავა 20 გრ

მომზადების წესი:

ლიმონმჟავას გახსენით ცოტა წყალში და ფრთხილად შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. მორევის პროცესში დაიწყება რეაქცია. აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები. როდესაც მასა დასტაბილურდება, გაანაწილეთ ყინულის კუბიკების ფორმაში.