რამდენიმე პროცედურაში ნაწიბურები, ლაქები და გამონაყარი უკვე ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – ბოლომდე გაქრება

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სამკურნალო ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი არბილებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, ათანაბრებს კანის ტონს, კურნავს აკნეს, მოგაშორებთ აკნეს ნაწიბურებს, ამცირებს ნაოჭებს, აღიავებს მუქ ლაქებს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული დარიჩინი
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული ჯავზი (მუსკატის კაკალი)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. მოერიდეთ თვალისა და ტუჩების ირგვლივ კანს. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ბოლოს წაისვით მკვებავი საცხი.

მოცემული ნიღაბი არის სამკურნალო და მისი ხშირად გამოყენება არ შეიძლება.

როზაცეას შემთხვევაში თაფლი ჩაანაცვლეთ თეთრი ან მწვანე თიხით.