ხელმისაწვდომი ნარევი მეხმარება ნაოჭებისა და ლაქების შემცირებაში. ნიღაბი, რომლის შესახებაც ყველა დაქალს ვუამბე

თითქმის ყველა ქალის სურვილია უნაკლო კანი ჰქონდეს. დაბერების პროცესში კანი იწყებს გაუფერულებას, კარგავს მოქნილობას, ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები.

ასაკის გარდა, კანზე უარყოფით გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო, მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება, ჩვენი დაუდევრობა, რადგან სათანადოდ არ ვზრუნავთ კანზე.

ამ ფრიად მნიშველოვან ორგანოზე უარყოფითად აისახება უძილობა, სტრესები, მოწევა, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, არასწორი კვება, წყლის მცირე რაოდენობით მიღება.

შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომელიც ეფექტურად აღადგენს კანს, ათანაბრებს ტონს, ამცირებს ნაოჭებს და  შეუძლია იოლად გადაჭრას კანის სხვა პრობლემებიც.

ნიღაბის ერთ-ერთი ინგრედიენტია C ვიტამინით მდიდარი ლიმონი, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია, ამიტომ ლიმონის რეგულარულად გამოყენება გვეხმარება თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლიმონის წვენი ძალიან სასარგებლოა, ეფექტურად აღადგენს კანს, ამცირებს საკობრივ ლაქებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ხელს უწყობს კანის გაღიავებას.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. აიღეთ ლიმონი, გაჭერით შუაზე. ერთ ნაწილზე დააწვეთეთ თაფლი და წრიული მოძრაობებით გაიწმინდეთ სახე.
  2. ლიმონის წვენი და თაფლს სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. პროცედურის ბოლოს, სახე ჯერ  თბილი წყლით დაიბანეთ, შემდეგ_ცივით. ამ გზით ხელს შეუწყობთ ფორების დახურვას.

შემოთავაზებული მეთოდით სახე გაიწმინდეთ კვირაში 1-2-ჯერ და რამდენიმე პროცედურის შემდეგ საოცარ შედეგს მიიღებთ.