შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი ტკბილეულის რეცეპტს. უნაზესი დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი.
საჭირო ინგრედიენტები:
- 4 ცალი კვერცხის ცილა
- შაქარი 250 გრ
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- ნიგოზი 30 გრ
- მუქი შოკოლადი 30 გრ
მომზადების წესი:
- ცილა ათქვიფეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ.
- ცილის ღრუბელივით მასას ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შაქარი.
- დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი და დატეხილი შავი შოკოლადი. ურევთ ფრთხილად კოვზით ან ნიჩაბით. შეეცადეთ არ დააზიანოთ ცილოვანი მასის ჰაეროვნება.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ორი კოვზის საშუალებით გაანაწილეთ ცილის ბურთები.
- ღუმელი გააცხელეთ 120-130 გარდუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 2 საათამდე.
ცილის ორცხობილები ისეთ ნაზი და გემრიელია, რომ პირში დნება. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!