ხაჭოსა და ყველის ცომით მომზადებული რბილი და ძალიან გემრიელი ბლითები შესანიშნავი იდეაა საუზმისთვის. მზადდება მარტივად და ცხვება ძალიან სწრაფად.
ოქროსფრად დაბრაწული ბლითები ძალიან უყვართ ბავშვებს. მოამზადეთ და გაახარეთ ისინი!
საჭირო ინგრედიენტები:
- ხორბლის ფქვილი 200 გრ
- ხაჭო 300 გრ
- ხმელი ყველი 100 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- 1 ცალი კვერცხის გული
- მარილი მწიკვი
- სეზამის მარცვლები
მომზადების წესი:
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- კვერცხს დააყარეთ მარილი და ათქვიფეთ.
- წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი და შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს.
- დაამატეთ ხაჭო და გამაფხვიერებელი.
- ნაწილ-ნაწილ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მზა ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.
- შემდეგ თითოეული ნაწილი გაყავით 4 თანაბარ ნაწილად. თითოეული გუნდა დაამრგვალეთ, კიდეები შეკარით და მომზადებული რგოლები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გარდუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
მოამზადეთ ყველიანი ბლითები და გემრიელად მიირთვით!