რა ნიშნებით უნდა ვიყიდოთ ბულგარული წიწაკა, რომ არ შევცდეთ

952

ბულგარული წიწაკა C ვიტამინის წყაროა. ციტრუსი და მოცხარიც კი მისი კონკურენტები არ არიან. ის სალათებს და სხვა კერძებს საუკეთესოდ ავსებს. გარდა ამისა, ტკბილი წიწაკის მოხმარება კარგ ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას უზრუნველყოფს. მიზნის მიხედვით წიწაკის სწორად შერჩევა ცოტამ თუ იცის.

ბევრი სხვა ბოსტნეულის მსგავსად, ბულგარულ წიწაკასაც ჰყავს „ბიჭები“ და გოგოები“. დღეს გიამბობთ, თუ რა განსხვავებაა მათ შორის და თითოეული რა მიზნით გამოგადგებათ. სხვაობა, მერწმუნეთ, კოლოსალურია!

ტკბილი ბულგარული წიწაკა

სქესის გასაგებად, წიწაკა უბრალოდ გადმოაბრუნეთ. თუ წიწაკას 4 სექტორი აქვს – ეს ქალია, თუ 3 – კაცი. ესეც ამობურცულობის მთელი საიდუმლო. მსგავსს გარეგნულ განსხვავებას შეიძლება მივაკუთვნოთ: „ბიჭები“ უფრო წაგრძელებულებია, ხოლო „გოგოები“ ფართო და მოკლე. ახლა ყველაზე საინტერესოზე გადავიდეთ – გემოს განსხვავებები და გამოყენება.

ქალის სქესის წიწაკას უფრო ტკბილი გემო აქვს, ვიდრე კაცისას. გარდა ამისა, „გოგოები“ უფრო რბილია, სჯობს უმად მიირთვათ. სხვადასხვაგვარად დაჭერით და სალათებს დაუმატეთ, მაგრამ რაგუს ან ხორცს სჯობს არ დაუმატოთ – კერძი ძალიან წყლიანი გამოვა.

მამაკაცის სქესის წარმომადგენელს დიამეტრიულად საპირისპირო თვისებები აქვს. ის უფრო მჟავე და მკვრივია. სწორედ ამიტომ, გამოგადგებათ დასაკონსერვებლად, რაგუსა და სხვა კერძებისთვის, რომლებიც თერმულ დამუშავებას მოითხოვენ. ასევე შეგიძლიათ შიგთავსით ამოავსოთ. პრინციპში, უმი სახით გემრიელია, მაგრამ არა იმდენად, როგორც ქალის სქესის ბულგარული წიწაკა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ წიწაკა-ბიჭებს შიგნით უფრო ნაკლები თესლი აქვთ. თუ წიწაკის დარგვას აპირებთ, უპირატესობა წიწაკა-გოგოებს მიანიჭეთ.

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ უფრო მეტ სასარგებლო ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს წიწაკის ფეხი, რომელსაც ვჭრით და ვაგდებთ. ერთი ხრიკი: წიწაკა რაც უფრო მძიმეა, მით უფრო წვნიანია.

ბულგარული წიწაკის შეძენისას ყუნწს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ის მწვანე და მოქნილი უნდა იყოს. რეკომენდებული არაა მშრალი ან შავი ყუნწის მქონე წიწაკის შეძენა. მასში აშკარად სასარგებლო არაფერი იქნება.

ასევე დალაქავებული წიწაკის შეძენა არ ღირს, განსაკუთრებით უმად მისართმევად. ლაქები, წერტილები და შებერილობა ქერქსა და ყუნწზე საუბრობს იმაზე, რომ წიწაკა სოკოთი დაინფიცირებულია. ნარინჯისფერი ლაქები მიგანიშნებთ, რომ ნაყოფი მწერების მსხვერპლი გახდა.

ახალი წიწაკა მაცივარში შეგიძლიათ ერთი კვირა შეინახოთ. მის პოლიეთილენის პაკეტში ჩადება არ ღირს – ასე სწრაფად გაფუჭდება და უკვე 2 დღეში სალათისთვის გამოუსადეგარი გახდება.

აირჩიეთ მხოლოდ გემრიელი და ახალი ბულგარული წიწაკა, რომელიც თქვენს ორგანიზმს სარგებელს მოუტანს.