თაფლიანი კექსი-მარტივი და გემრიელი დესერტი, რომელიც საოცარ სურნელ აფრქვევს

205

შემოგთავაზებთ თაფლის უგემრიელესი და არომატული კექსის რეცეპტს. დელიკატური და ტენიანი ტექსტურის დესერტი  თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევს და ისეთი ნაზია, რომ პირში დნება.

თაფლიანი კექსი მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 180 გრ
  • თაფლი 150 გრ
  • შაქარი 30 გრ
  • რძე 110 მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • დარიჩინი და ჯავზი (მუსკატის კაკალი) ცოტა-ცოტა
  • ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. დაგჭირდებათ კექსის საცხობი ფორმა. ყალიბს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ღუმელი ჩართეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე და დაიწყეთ ცომის მომზადება.
  2. გაცრილ ფქვილს დაამატეთ დარიჩინი, ჯავზი და აურიეთ.
  3. ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ 1 ცალი ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, რძე, თაფლი და კარგად აურიეთ. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და ურევთ შაქრის გადნობამდე (არ აადუღოთ).
  4. 1 ცალი კვერცხი ათქვიფეთ. თქვეფთ 2 წუთი და ნელ-ნელა შეურიეთ რძიან მასას.
  5. ბოლოს თანდათან შეურიეთ ფქვილის ნარევი. მზა ცომი გადაიტანეთ ფორმაში და შედეთ ცხელ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი.

დესერტი გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. თაფლიანი კექსი დაფარეთ შაქრის ფხვნილით და გემრიელად მიირთვით!