გემრიელი და არომატული სასმელი დაიცავს თავის ტვინს, გააუმჯობესებს მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს

კაკაო, გემრიელი და არომატული სასმელი, აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ  პრობლემას.

კაკაო მდიდარია ფლავანოლებით. მოცემული ნაერთი შედის ჩაის, ყურძნისა და ვაშლის შემადგენლობაშიც. ეს არის ფლავონოიდების ცნობილი ქვეჯგუფი, რომელსაც აქვს უკიდურესად ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ ფინჯან კაკაოს ან ცხელ შოკოლადს, ბევრად უფრო კარგი   მეხსიერება აქვთ და უკეთეს შედეგს აღწევენ ინფორმაციის დამახსოვრებასა და დამუშავებაში.

კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ თუ ხანდაზმული ადამიანები ძილის წინ სვამენ რძეს ან კაკაოს მეხსიერების პრობლემი არ შეექმნებათ.

დამატებითი სარგებელი ის არის, რომ კაკაო ასტიმულირებს ენდორფინის, ბედნიერების ჰორმონის, გამომუშავებას.

ენდორფინი ხელს უწყობს არტერიების ჯანმრთელობას და გვიცავს სისხლძარღვთა დაავადებებისგან, სისხლძარღვებს მატებს ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას, გულის შეტევის რისკს, ცუდი ქოლესტერინის დონეს.

დალიეთ ეს გემრიელი სასმელი ყოველდღიურად და მიანიჭეთ თქვენს ორგანიზმს მრავალი სარგებელი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!