შოკოლადის სამარხვო კექსი რამდენიმე წუთში. მარტივი მოსამზადებელი, პლუს უგემრიელესია

შემოგთავაზებთ შოკოლადის უგემრიელესი და არომატული სამარხვო კექსის რეცეპტს. დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია და მის დაგემოვნებას რამდენიმე წუთში შეძლებთ.

კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 350 გრ
  • კაკაო 30 გრ
  • ზეთი 100 მლ
  • ძმარი 1,5 ს. კ.
  • ცივი წყალი 350 მლ
  • სოდა 1,5 ჩ. კ.
  • ვანილი
  • მარილი მწიკვი
  • შაქარი 200 გრ

მომზადების წესი:

  1. თასში აურიეთ კაკაო, შაქარი, ვანილი, სოდა და მარილი. შემდეგ  დაამატეთ ფქვილი, ზეთი, ძმარი და აურიეთ. თანდათან დაასხით ცივი წყალი და მოზილეთ ცომი.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.

უგემრიელესი კექსი დაფარეთ შოკოლადის მინანქრით ან გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!