კენკრის ნამცხვარი არაჟნით. გემო, რომელიც მიყვარს

294

შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომით მომზადებული უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს. დესერტს განუმეორებელ არომატს მატებს შავი მოცხარითა და არაჟნით გაჯერებული უგემრიელესი და უნაზესი შიგთავსი. ღვეზელის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ისე ნებისმიერი გაყინული კენკრა.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.
  • კარაქი 100 გრ
  • არაჟანი 2 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი ნახევარი ჩ. კ.
  • ვანილი გემოვნებით

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კენკრა (ნებისმიერი) 300 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • არაჟანი 300 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • ფქვილი 1 ს. კ.
  • შაქარი კენკრისთვის 120 გრ

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ ფხვიერ ცომს.
  2. კარაქი გაადნეთ, დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით.
  3. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცომს ზელთ ხელით.
  4. მზა ცომი 30 წუთით შედეთ მაცივარში. შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ 1 სმ სისქის მრგვალ ფენად.
  5. დაგჭირდებათ 25 სმ დიამეტრის საცხობ ფორმა. წაუსვით კარაქი და მომზადებული ფენა გაანაწილეთ ყალიბის ძირზე. ცომი ამოიტანეთ გვერდებზეც. მიიღებთ ცომის კალათს.
  6. ცომიანი ფორმა 15 წუთით შედეთ მაცივარში.
  7. ამზადებთ შიგთავსს: კვერცხს დაამატეთ 100 გრ შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ. შემდეგ შეათქვიფეთ არაჟანი, 1 ს. კ. სახამებელი, 1 ს. კ.  ფქვილი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  8. თქვენთვის სასურველ კენკრას მოაყარეთ დარჩენილი შაქარი (50 გრ), 1 ს. კ. სახამებელი და ფრთხილად აურიეთ.
  9. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და ცომზე თანაბრად გაანაწილეთ კენკრიანი მასა. შემდეგ მოასხით არაჟნის შიგთავსი.
  10. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.

ღვეზელი გააგრილეთ და შემდეგ დაჭერით. ფხვიერი ცომის, შავი მოცხარისა და არაჟნის შიგთავსით მომზადებული ღვეზელი საოცრებაა.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!