17 საჭმელი, რომელიც ყოველთვის შეგიძლიათ ჭამოთ ნებისმიერი დოზით

6297

დიეტაზე ყოფნის დროს გემრიელი საჭმელის ჭამის სურვილთან გამკლავება ძნელია. თუმცა, არსებობს ისეთი გემრიელი პროდუქტებიც, რომელიც ყოველთვის შეგიძლიათ ჭამოთ წონის მომატების რისკის გაზრდის გარეშე, რადგან ისინი ძალიან ცოტა კალორიებს შეიცავენ.

ნიახური

ნიახურის 95 პროცენტი წყლისგან შედგება და იგი K ვიტამინის დღიური დოზის 30 პროცენტს შეიცავს.

არგულა

2 ჭიქა არგულაში მხოლოდ 10 კალორიაა, რაც წელის შევიწროვებაში დაგეხმარებათ.

კვერცხის ცილა

მათი ჭამა ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ. ყველაზე ჯანსაღი საუზმისთვის შეგიძლიათ მიირთვათ კვერცხები პამიდორთან ერთად.

სალათი

სალათები სავსეა A და C ვიტამინებით, ასევე ფოლიკული მჟავებითა და რკინით, რის გამოც ისინი თითქმის არ შეიცავს კალორიებს.

კიტრი

კიტრი ნიახურის მსგავსად დიდი ოდენობით წყალს შეიცავს. იგი მთლიანად სავსეა სასარგებლო მინერალებით, მისი კანი კი განსაკუთრებით მდიდარია ბეტა კაროტენით, რაც თქვენი თვალებისთვისაა სასარგებლო.

ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტი იდეალური წყაროა C და K ვიტამინების მისაღებად. იგი ყველაზე სასარგებლო იქნება თუკი მას უმად შეჭამთ.

პამიდორი

პომიდორი სავსეა სასარგებლო ფიგმენტებით, A, C და B2 ვიტამინებით, ფოლიკული მჟავებით, ფაიბერით და პოტასიუმით. თანაც, ისინი ფაქტიურად დაცლილია კალორიებისგან და სასარგებლო ელემენტების ზღვას წარმოადგენს.

ბროკოლი

ბროკოლი A, C E და K ვიტამინებთან ერთად დღიური ნორმის 20 პროცენტ ფაიბერსაც შეიცავს, რაც დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის იდეალური შემადგენლობაა.

პოპკორნი

ერთი ჭიქა პოპკორნი თქვენს ორგანიზმზე ნეგატიურად არ იმოქმედებს. იგი ძირითადად ჰაერისგან შედგება და წონის მომატების შიშის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ.

ხუჭუჭა კომბოსტო

ეს პროდუქტი დიდი ოდენობით იოდინს შეიცავს და თითქმის დაცლილია კალორიებისგან.

ბარდა

ბარდა ძალაინ ცოტა კალორიას შეიცავს. ერთი ჭიქა ეს პროდუქტი მხოლოდ 35 კალორიას უდრის, თანაც იგი მდიდარია ფაიბერითა და პროტეინებით.

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს. იგი ასევე სავსეა C ვიტამინით და გამოირჩევა კალორიების დაბალი რაოდენობით.

ნესვი

ნესვი ტკბილეულის ჭამის სურვილს დაგიკმაყოფილებთ დიეტის დარღვევის გარეშე, თანაც იგი A და C ვიტამინის დღიური დოზის ნახევარს შეიცავს.

მარწყვი

მარწყვი მდიდარია პოტასიუმით და ფაიბერით, თანაც ანტი-ანთებითი ეფექტითაც გამოირჩევა.

მაყვალი

მაყვალი სავსეა C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით, თანაც ძალიან გემრიელი გემო აქვს. მასში კალორიების დონე ძალიან დაბალია.

ფორთოხალი

ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით და მისი თეთრი ნაწილები ბევრ ფაიბერსაც შეიცავს, რითაც ქოლესტეროლის დონის დაწევაში გეხმარებათ.

მოცვი

მოცვი ყველა სხვა ხილზე უფრო მეტს ოქსიდანტს შეიცავს და თანაც კალორიების სიმცირით გამოირჩევა, რის გამოც იდეალური დანამატია დიეტის დროს.