ნაოჭები და ლაქები ნაკლებად შესამჩნევი რომ გახდეს, მოამზადეთ და გამოიყენეთ ეს ლოსიონი

მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ყველა ღონეს ხმარობენ,  რომ რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნონ ახალგაზრდული იერი და მომხიბვლელობა. ამისთვის ისინი იყენებენ ძვირადღირებულ კოსმეტოლოგიურ საშუალებებს. მაგრამ ყველას როდი ხელეწიფება ბრენდული საშუალებების შეძენა. გულს ნუ გაიტეხთ, ბუნება შემოქმედია და ამიტომ უხვად მოიპოვება ნატურალური  და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებები, რომლებიც კანს ასაზრდოებს ვიტამინებითა და მინერალებით.

სტატიაში შემოგთავაზებთ საუკეთესო, საშინაო, ანტიასაკობრივი ლოსიონის რეცეპტს, რომელიც გაჯერებულია ნატურალური იგრედიენტებით. ლოსიონი გაგიქრობთ სიბერის ყველა ნიშანს, როგორიცაა ნაოჭები, წვრილი ხაზები.

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • რძე 1 ს. კ.
  • ნუშის ზეთი ½ ჩ. კ.
  • დაფქვილი ბრინჯი 1 ს. კ.

მომზადების წესები:

  1. აიღეთ სუფთა თასი და ჩაყარეთ დაფქვილი ბრინჯი.
  2. დაამატეთ რძე და თაფლი.
  3. ბოლოს კი დაამატეთ ნუშის ზეთი.
  4. ყველა იგრედიენტი კარგად აურიეთ და თქვენი ანტიასაკობრივი ლოსიონი მზადაა.

გამოყენების წესები:

  1. მომზადებული ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც  სხეულისთვის, ასევე სახისთვის. ნიღაბს საოცარი სურნელი აქვს.
  2. ნიღაბი დაიტანეთ მთელ კანზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და თან დაიმასაჟეთ.
  3. ნიღაბს აქვს ამქერცლავი ეფექტი, აშორებს მკვდარ კანს და ღრმად აღწევს ფორებში. ნიღაბი დაიტოვეთ 15-20 წუთი.
  4. აიღეთ თასი, ჩაასხით წყალი, დაამატეთ ლიმონის წვენი და ჩამოიბანეთ კანი მომზადებული ნარევით.

მოამზადეთ უმარტივესი საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.