60 წლის ასაკში გაცილეით უკეთ ვხედავ, ვიდრე უწინ, რაც უმარტივესი საშინაო რეცეპტის დამსახურებაა

ჯანმრთელობის შენარჩუნება არ არის ადვილი საქმე, რადგან  მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევასა და მონდომებას. გვემატება ასაკი და ჯანმრთელობის შენარჩუნების პროცესი კიდევ უფრო რთულდება.

შემოგთავაზებთ ჭარხლის ბაზაზე მომზადებული სასარგებლო  სალათის რეცეპტს, რომლის რეგულარულად მიღება აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას. მიღებული ცნობების თანახმად, სალათის ეფექტურობას ბევრი ადამიანი ადასტურებს.

ჭარხალი სამკურნალო ბოსტნეულია, რომლის მიღება რეკომენდებულია ნედლი სახით. ის აუმჯობესებს მხედველობას, წმენდს ღვიძლს ცხიმებისგან, ასუფთავებს  ნაწლავებს ნარჩენებისგან და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას.

სასარგებლო საკვები ნივთიერებებით მდიდარი ჭარხალი ამშვიდებს ნერვებს, ებრძვის სტრესს, აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აღგავსებთ ენერგიით.

ანტიოქსიდენტებით მდიდარი ჭარხალი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

ჭარხლის სამკურნალო სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჭარხალი 2-3 პატარა თავი
  • ხახვი 1 პატარა თავი
  • ვაშლის ძმარი 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი არარაფინირებული 1 ს. კ.
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გათალეთ ჭარხალი და გახეხეთ სახეხზე. გაფცქვენით ხახვი, დაჭერით წვრილად და დაამატეთ ჭარხალს. თქვენი გემოვნების მიხედვით შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაამატეთ ვაშლის ძმარი, ზეითუნის ზეთი და აურიეთ. შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით დაამატოთ სანელებლები და მწვანილი.
  2. მზა სალათი გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ მიირთვით.
  3. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, სალათი წმენდს ნაწლავებს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას, წმენდს ღვიძლს, აუმჯობესებს მხედველობას.
  4. სალათის რეგულარულად მიღება საოცრებებს ახდენს თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!