ტონიკი საკუთარი ხელით, რომელიც უებარია კანის პრობლემათა აღმოსაფხვრელად.

თუ თქვენ კანის პრობლემები გაქვთ, მათ გადაწყვეტას შეძლებთ ვაშლის ძმრით. ორგანული ვაშლის ძმარი ძალიან სასარგებლოა კანისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია აკნესა და ლაქების სამკურნალოდ.

ეს საოცარი პროდუქტი მდიდარია მჟავებით, რომლებიც ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აქერცვლას.

1 წილი ვაშლის ძმრისა და 1 წილი წყლის ნარევით გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და წაისვით პიგმენტურ ლაქებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მოცემული ნარევი გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ   ლაქების გაქრობამდე.

ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ვაშლის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნესა და კანის სხვა ინფექციების სამკურნალოდ. ვაშლის ძმარი წმენდს ფორებს, კანს აძლევს სუნთქვის საშუალებას, აღადგენს კანის pH ბალანსს.

  • გააზავეთ ვაშლის ძმარი წყლით და მოამზადეთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაბამისი ტონიკი. ხელნაკეთ ტონიკს შეგიძლიათ დაამატოთ 2-3 წვეთი  ჩაის ხის ეთერზეთი.
  • თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ 1 წილი ვაშლის ძმარი გააზავეთ 1 წილ წყალში.
  • ნორმალური კანისთვის გამოიყენეთ 1 წილი ვაშლის ძმრისა და 2 წილი წყლის ნარევი.
  • მგრძნობიარე კანისთვის_ 1 წილი ვაშლის ძმრისა და 4 წილი წყლის ნარევი.
  • მოამზადეთ თქვენი კანის შესაბამისი ვაშლის ძმრის ტონიკი და ბამბის დისკით წაისვით დღეში 2-ჯერ.

აუცილებლად გამოიყენეთ სასარგებლო ფერმენტებით, ბაქტერიებითა და მინერალებით გაჯერებული ორგანული ვაშლის ძმარი. მოერიდეთ თვალებს.