კალორიების ბომბი კლასიკური ლაზანია ფარშირებული ხორცითა და ბაჩამელის სოუსით. მოამზადეთ უგემრიელესი ლაზანია, მიირთვით და ისიამოვნეთ.
ლაზანია განსაკუთრებით გემრიელი გამოდის, მაშინ როცა ცომის ფენებს თქვენ თვითონ მოამზადებთ, მაგრამ მზა ფენებითაც გაკეთებული საოცრებაა. ლაზანიას მოსამზადებლად აირჩიეთ თხელი ფენები და მოამზადეთ რაც შეიძლება ბევრი სოუსი.
საჭირო იგრედიენტები:
- ლაზანიის ცომის ფენები 1 შეკვრა
- გახეხილი ნახევრად ხმელი ყველი 500 გრ
- იგრედიენტები ბოლონეზეს სოუსისთვის
- საქონლის ხორცის ფარში 700-900 გრ
- ხახვი 1 თავი
- მცენერეული ზეთი 1 ს.კ.
- ტომატის პასტა 1 ს. კ.
- ცოცხალი პამიდორი ან პამიდვრის ჩირი 2 ცალი
- მიხაკი, ნიგოზი, შავი პიმპილი და მარილი გემოვნებით
- წყალი ნახევარი ჭიქა
- იგრედიენტები ბაჩამელის სოუსისთვის
- რძე 8 ჭიქა
- კარაქი 100 გრ
- ფქვილი 4 ს. კ.
- ნიგოზი, მარილი, შავი პიმპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ბოლონეზეს სოუსი. ტაფაზე დაასხით ზეთი, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შებრაწეთ, დაამატეთ ფარში, მოურიეთ და მოთუშეთ, დაამატეთ ტომატის პასტა და პამიდორი. 5- 10 წუთის შემდეგ დაამატეთ ცოტა წყალი და კიდევ თუშეთ იგივე დროის განმავლობაში. სოუსი წვნიანი უნდა გამოვიდეს.
ბეშამელის სოუსის მომზადება:
გააცხელეთ რძე. სქელ ტაფაში ჩააგდეთ კარაქი, ჩაყარეთ ფქვილი, დროდადრო ურიეთ, დაასხით რძის ნახევარი, კარგად მოურიეთ, დაამატეთ სანელებლები და ხარშეთ გასქელებამდე, დაასხით დარჩენილი რძე და ურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
აიღეთ სქელძირიანი ყალიბი, დაასხით ცოტა ბაჩამელი, დაალაგეთ ლაზანიას ფენები, შემდეგ ბოლონეზეს სოუსი, გახეხილი ყველი და შემდეგ ისევ ბაჩამელი. ასე გაიმეორეთ 3-4-ჯერ. თავზე კარგად მოასხით ბაჩამელი და დაახეხეთ ყველი.
აცხვეთ ნახევარი საათის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე. სანამ დაჭრიდეთ 15-20 წუთი გააციეთ.
მიირთვით და ისიამოვნეთ.