ყველის, სოკოს, ხორცის, პარკი ლობიოს ფენებისა და კეფირის ცომის კომბინაციით მომზადებული უგემრიელესი ღვეზელი

შემოგთავაზებთ ყველის, სოკოს, ხორცის, პარკი ლობიოს ფენებისა და კეფირის ცომის კომბინაციით მომზადებული უგემრიელესი და საოცრად არომატული ღვეზელის რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 3 ცალი
  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ. ან 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ქამა სოკო (დაკონსერვებული, დაჭრილი) 300 გრ
  • გახეხილი ყველი 300 გრ
  • ბრინჯი 1 ჩაის ჭიქამდე
  • ფარში (საქონლის ან ღორის) 300 გრ
  • ხახვი 1 თავი
  • ზეთი 2-3 ს. კ.
  • პარკი ლობიო (გაყინული) 300 გრ (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მწვანე ბარდით)

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ ცომი.
  2. საცხობი ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი  (აუცილებლად ამოიტანეთ გვერდებზე).
  3. მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში ისე, რომ დარჩეს ფანტია.
  4. წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ გატარებული ხორცი, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. მზა ხორცი შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.
  5. პირველ ფენად მოაწყვეთ სოკო. შემდეგ_ გახეხილი ყველი, ბრინჯი, ფარში, პარკი ლობიო (უმი) და დაფარეთ მომზადებული ცომით.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი. მომზადებისთანავე არ გამოიღოთ ღუმელიდან, დატოვეთ კიდევ 10 წუთი.

საცხობ ფორმას დაადეთ შესაბამის ფორმის ლანგარი და  ამოაბრუნეთ. გემრიელად მიირთვით!