ეს ვენური ღვეზელის რეცეპტია. გამოდის არნახულად ნაზი, გემრიელი და არომატული

0
229

შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი, უგემრიელესი და საოცრად არომატული ვენური ღვეზელის რეცეპტს. დესერტს განუმეორებელ არომატს მატებს ალუბალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინულიც). ალუბალი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენთვის სასურველი ხილით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • შაქარი 140 გრ
  • კარაქი 180 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • გამაფხვიერებელი 10 გრ
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ვანილი
  • ალუბალი 400 გრ
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. დარბილებულ კარაქს დაამატეთ შაქარი და ათქვიფეთ.
  2. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
  3. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ ფქვილი, მწიკვი მარილი, ვანილი და გამაფხვიერებელი.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ცომზე მოაწყვეთ ალუბალი.
  5. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-60 წუთი.

ღვეზელს გაგრილების შემდეგ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით!