როგორ მოვიშოროთ ცხიმის დეპოზიტი კისერიდან, რომელიც თავისი ფორმით ძალიან წააგავს კუზს

35-40 წელს გადაშორებულ ქალბატონებს ხშირად უჩნდებათ კისრის არეში ცხიმისა და მარილის დეპოზიტები. ცხიმი კისრის მე-7 მალასთან გროვდება და კუზს წააგავს. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად უსიამოვნო დასანახია, ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას და ქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ეს  პათოლოგია ხალხში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. მისი მოშორება შეგიძლიათ მასაჟების, სამკურნალო ლოსიონებისა და  მალამოების საშუალებით.

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო მალამოს რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ კისრის არეში დაგროვილი მარილისა და ცხიმის დეპოზიტების დაშლას.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 3 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • სკიპიდარი 3 ს. კ.
  • ძმარი 6%-იანი 3 ს. კ. (70%-იანი ესენციის 1 წილი გააზავეთ 11 წილ წყალში)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ზეითუნის ზეთს შეურიეთ კვერცხის გული (უმი), დაამატეთ სკიპიდარი, ძმარი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში და შეინახეთ მაცივარში. გამოყენების წინ, მალამოს სჭირო რაოდენობა შეათბეთ ხელით და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მალამო გამოიყენეთ რეგულარულად.

მალამო შეგიძლიათ შეიზილოთ ქუსლებზე, თითებზე ან ოსტეოქონდროზით დაავადებულ სხვა ადგილებზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!