,,მედოკი“ საოცრებაა! შემოგთავაზებთ უგემრიელესი კრემითა და თაფლის არომატით გაჯერებული ფანტასტიური დესერტის რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 500 გრ
- კარაქი 100 გრ
- შაქარი 200 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- თაფლი 3 ს. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
- შაქრის ფხვნილი 100 გრ
- არაჟანი 400 გრ
მომზადების წესი:
- ამზადებთ ცომს: ემალის თასში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ თაფლი და კარაქი. თასი დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურევთ კარაქის გადნობამდე. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაამატეთ სოდა, აურიეთ და გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან.
- ცხელ მასას შეათქვიფეთ კვერცხი. თქვეფთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თანდათან შეაზილეთ 300 გრ გაცრილი ფქვილი. უნდა მიიღოთ თხელი ცომი.
- მზა ცომი 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომს თანდათან შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააგრძელეთ ზელა. მზა ცომი გაყავით 8 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ერთი ზომის და თქვენთვის სასურველი ფორმის თხელ ფენებად. დაგჭირდებათ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. აუცილებლად დაგჭირდებათ პერგამენტის ქაღალდი. საქმე რომ გაიმარტივოთ, მოამზადეთ 8 სათანადო ფორმის ქაღალდი და დააწყვეთ გაბრტყელებული ფენები. დაიწყეთ ცხობა.
- ღუმელი გააცხელეთ 250 გრადუს ტემპერატურაზე. ერთ ფენას გამოსაცხობად დასჭირდება 3-4 წუთი.
- ამზადებთ კრემს: 20-30% ცხიმიანობის არაჟანს დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე, შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი კრემი.
- აიღეთ სასურველი ფორმის ლანგარი და თხელ ფენად გადაუსვით კრემი, დადეთ პირველი ფენა, წაუსვით კრემი, შემდეგ_ მეორე ფენა და ასე გააგრძელეთ. მეშვიდე ფენის შემდეგ კრემი წაუსვით გვერდებზეც. მერვე ფენა დაფშხვენით და ტორტი მთლიანად დაფარეთ ნაფშხვენებით.
უგემრიელესი კრემითა და თაფლის არომატით გაჯერებული ,,მედოკი“ ისეთი ნაზი და ჰაეროვანია, რომ პირში დნება. გემრიელად მიირთვით!