როგორ გამოვაცხოთ ხორცი ფოლგაში. რეცეპტი, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა

შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს. გემრიელად შეზავებული და ღუმელში გამომცხვარი ხორცი სადღესასწაულო სუფრის მშვენებაა.

კერძი უმარტივესი მოსამზადებელია. ხორცს წინა დღით წაუსვამთ მარინადს. შემდეგ დაამატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს და სულ რაღაც 5-10 წუთში შედებთ გამოსაცხობად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • უძვლო ხორცი (საქონლის ან ღორის) 1 კგ
  • პამიდორი 2 ცალი
  • ხმელი ყველი 200 გრ
  • ნიორი 3 კბილი

მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • სოიოს სოუსი 2-3 ს. კ.
  • მდოგვი 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი 2 ს. კ.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. აირჩიეთ ხორცის რბილი, თანაბარი, მართკუთხა ფორმის ნაჭერი.
  2. ხორცის ნაჭერი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით, მაგრამ ღრმად არ ჩაჭრათ.
  3. მარინადისთვის საჭირო ინგრედიენტები აურიეთ და ხორცს ყველა მხრიდან (ჭრილებშიც) კარგად წაუსვით. თქვენი გემოვნებით მოაყარეთ მარილი, პილპილი. ხორცი ჩადეთ შესაბამისი ფორმის ჭურჭელში, დაახურეთ სარქველი და 10-12 საათით შედეთ მაცივარში.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ხორცი გამოიღეთ მაცივრიდან და გადაიტანეთ ფოლგაზე.
  5. ყველი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. პამიდორი და ნიორი დაჭერით მრგვალად. თითოეულ ჭრილში ჩადეთ თითო-თითო ნაჭერი ყველი, პამიდორი და ნიორი. შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით დაამატოთ სოკოც.
  6. შემდეგ ხორცს შემოახვიეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 50-60 წუთი.
  7. მზა ხორცი გადაიტანეთ ლანგარზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

უგემრიელესი კერძი ირგვლივ მადისაღმძვრელ სურნელს აფრქვევს. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!