თაფლისა და ხახვის ნარევი უებარი საშუალებაა ხველის სამკურნალოდ. ყველას გირჩევთ

359

თაფლითა და ხახვით მომზადებული სიროფი ხველის საწინააღმდეგო უებარი, უმარტივესი და ეფექტური საშუალებაა, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ჩვენი დედები და ბებიები. ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია და ნატურალური.

ხველის საწინააღმდეგო სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნატურალური თაფლი 2-3 ს. კ.
  • ხახვი 1 თავი

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ხახვი გაფცქვენით და ჩაჭერით რამდენიმე ადგილას, ჩადეთ პატარა ქილაში, დაასხით თაფლი, დაახურეთ ხუფი და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაწურეთ მარლის საფენით.
  2. ერთ ჯერზე მომზადებული მასა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. დალიეთ თითო-თითო სუფრის კოვზი 2-3 საათში ერთხელ. პირველივე დღის შემდეგ იგრძნობთ შვებას, შეგიმსუბუქდებათ ხველა. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

გარდა ამისა, ხახვისა და თაფლის კომბინაცია წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ხველის საწინააღმდეგო შინაური სიროფის მიღება დასაშვებია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

მოერიდეთ მოცემული სიროფის გამოყენებას თაფლზე ალერგიისა და შაქრიანი დიაბეტის დროს. გარდა ამისა, არ არის მიზანშეწონილი პანკრეატიტის, წყლულების დროს, რადგან შეიძლება ხახვმა გაგიღიზიანოთ კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!