ყველაზე საინტერესო და საოცარი ჭარხლის სალათებში არის ექსპერიმენტებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობები. ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ იგრედიენტები, დაამატოთ თქვენთვის სასურველიპროდუქტი და გააფორმოთ ისე, როგორც მოგესურვებათ.
ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას. ამ პროდუქტის რეგულარულად გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს თრომბის წარმოქმნას, აუმჯობესებს ტვინის აქტიურობას.
უმი ჭარხლის სალათი
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ცხიმიანი კერძების სწრაფად მონელებას.
საჭირო იგრედიენტები:
- ჭარხალი 1 ცალი
- ნებისმიერი კაკალი 100 გრ
- ნიორი 3 კბილი
- სტაფილო 1 ცალი
- მაიონეზი (საშინაო პირობებში მომზადებული)
მომზადების წესები:
გათალეთ ჭარხალი და სტაფილო, გახეხეთ და აურიეთ, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და დაბლენდერებული ნიგოზი. შეაზავეთ მაიონეზით და მიიტანეთ სუფრაზე.
სალათი ,, ჭარხალი ვაშლით“
ხილისა და ბოსტნეულის სალათი გასაოცარი გემოთი, ჯანმრთელობის აღსადგენად და კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საჭირო იგრედიენტები:
- ჭარხალი 1 ცალი
- ვაშლი 2 ცალი
- თაფლი 1 ს. კ.
- ზეთი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 3 ს. კ.
- ქორფა მწვანილი
მომზადების წესები:
ჭარხალი და ვაშლი კანიანად გახეხეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. დააყოვნეთ 4-5 წუთი, შემდეგ დაასხით ზეთი, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და მარილი გემოვნებით.
მსუბუქი ვახშამიც მზად არის.
,,ჭარხლისა და კომბოსტოს“ სალათი
სალათი, რომელიც ასუთავებს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან.
- ჭარხალი 1 ცალი
- კომბოსტო 200 გრ
- სელის თესლი 3 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- კოლრაბი (კეჟერა კომბოსტო) 1 ცალი
მომზადების წესები:
კომბოსტო დაჭერით, ხოლო ჭარხალი და კოლრაბი გახეხეთ, აურიეთ ყველა იგრედიენტი, მოასხით ლიმონის წვენი, ზეთი, სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ მწვანილი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
ეს სალათი საოცრად ეფექტური საშუალებაა კუჭ-ნაწლავით დაავადებულ ადამიანთა სამკურნალოდ. შეგიძლიათ რომელიმე იგრედიენტი შეცვალოთ ბოლოკით.
,,ჭარხლისა და იოგურტის“ სალათი
ეს სალათი კი სილამაზეს ემსახურება, სწრაფად აღადგენს კანის ბუნებრივ ფერს, ჰმატებს სიმკვრივესა და ელასტიურობას.
საჭირო იგრედიენტები:
- ჭარხალი 1 ცალი
- შავი ქლიავის ჩირი და კაკალი 150 გრ
- თაფლი 1 ჩ. კ.
- იოგურტი 150 მლ
მომზადების წესები:
გახეხილ ჭარხალს დაამატეთ, დაჭრილი ჩირი და კაკალი, თაფლი, იოგურტი აურიეთ და მიირთვით.
სალათი ,,ჭარხალი ყველით“
ნაზი და საოცრად გემრიელი სალათი, რომელიც თქვენს სადღსასწაულო სუფრას დაამშვენებს.
საჭირო იგრედიენტები:
- ჭარხალი 1 ცალი
- პარმეზანი 150 გრ
- ნიორი 3 კბილი
- სტაფილო 2 ცალი
- არაჟანი 50 მლ
- მარილი
- შავი პიმპილი
მომზადების წესი:
ბოსტნეული გახეხეთ, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, კუბიკებად დაჭრილი პარმეზანი, არაჟანი, მარილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.
მოამზადეთ სალათები შემოთავაზებული რეცეპტების მიხედვით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.