არაჟნისა და მოხარშული შესქელებული რძის კომბინაციით მომზადებული ,,კაროვკა“ უნაზესი და უგემრიელესია

თუ გიყვართ სუფლე, შემოთავაზებული დესერტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. წარმოიდგინეთ რა გემრიელი იქნება არაჟნისა და მოხარშული შესქელებული რძის კომბინაციით მომზადებული სუფლე. ბისკვიტი კი ისეთი ნაზი და ჰაეროვანია გამოდის, რომ ნამზადით ყველას აღაფრთოვანებთ. თუ გსურთ, გამოაცხოთ განსხვავებული და თან ძალიან გემრიელი ნამცხვარი, აუცილებლად მოამზადეთ ზღაპრულად გემრიელი ტორტი, ,,კაროვკა“.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • ძმარი 1 ს. კ
  • ზეთი  3 ს. კ.
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თქვეფთ 5 წუთამდე. შეურიეთ სოდა, ძმარი, ზეთი და ვანილი. თანდათან შეაზილეთ ფქვილი. ურევთ კოვზით.
  2. დაგჭირდებათ ტორტის საცხობი ფორმა, რომელიც იშლება.
  3. ფორმას წაუსვით ცხიმი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.  გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.  დასჭირდება 30 წუთი.
  4. ბისკვიტი გააგრილეთ, ფორმიდან არ ამოიღოთ და დაჩხვლიტეთ ჩანგლით. ნახევარ ჭიქა თბილ წყალს დაამატეთ 2 ს. კ. შაქარი და ურევთ შაქრის გადნობამდე. მომზადებული სიროფით დანამეთ ბისკვიტი.

სუფლეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჟელატინი 20 გრ
  • თბილი წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
  • არაჟანი 20%-იანი ცხიმიანობის 400 გრ
  • მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს დაასხით თბილი წყალი, მოურიეთ და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ ჟელატინის გადნობამდე. არ აადუღოთ.
  2. არაჟანს დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე და ათქვიფეთ. შემდეგ შეათქვიფეთ მზა ჟელატინი.
  3. უგემრიელესი სუფლე გაანაწილეთ ბისკვიტზე და ტორტი 2 საათით შედეთ მაცივარში. ფრთხილად მოხსენით ყალიბი და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

მოამზადეთ ეს საოცრება და გემრიელად მიირთვით!