როგორ მოვამზადოთ კბილის პასტა საკუთარი ხელით, რომელიც საიმედოდ დაიცავს ემალს ნებისმიერი დაზიანებისგან და მოგაშორებთ ნადებს

კბილის კარიესის გამომწვევი მიზეზებია:

  • არასწორი კვება
  • A და D ვიტამინების დეფიციტი
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • კვების რაციონში საკვები ნივთიერებების ნაკლებობა
  • ფიტინის მჟავის შემცველი საკვები პროდუქტები

ფიტინის მჟავას შეიცავს პარკოსნები, ზოგიერთი თხილეული და  მარცვლეული. სასურველია ლობიო ან სხვა პარკოსნები და მარცვლეული გამოყენებამდე მთელი ღამით ჩაალბოთ წყალში. წყალს დაამატეთ სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი.

შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას და კბილის ხელნაკეთი მინერალური პასტის რეცეპტს, რომელთა დახმარებით პირის ღრუს შეუნარჩუნებთ ჯანმრთელობას.

1. ამოიღეთ შაქარი

თუ გსურთ, შეუნარჩუნოთ კბილებს ჯანმრთელობა შეზღუდეთ შაქრით მდიდარი პროდუქტების მიღება.

2. საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტები

რეკომენდებულია ცხიმში ხსნადი ვიტამინებისა და მინერალების მიღება, რათა თავიდან აიცილოთ კარიესის წარმოქმნა და გაიძლიეროთ კბილების სტრუქტურა.

მიირთვით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, აგრეთვე ჯანსაღი ცხიმები, რომლებიც შედის ქოქოსის ზეთის, ავოკადოს, თესლეულის შემადგენლობაში.

3. ქოქოსის ზეთის სავლები

პირის ღრუს დეტოქსიკაციისთვის საუკეთესო საშუალებაა ქოქოსის ზეთი. სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, დაახლოებით, 20 წუთი ჩაიგუბეთ პირის ღრუში და შემდეგ გადმოანერწყვეთ. თავდაპირველად, დაიწყეთ 3-5 წუთიდან და თანდათან გაზარდეთ დრო 20 წუთამდე.

ქოქოსის ზეთი ასევე დაგეხმარებათ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების მკურნალობაში, როგორიცაა, გინგივიტი, თავის ტკივილი და სხვა.

4. გამოიყენეთ მინერალური კბილის პასტა

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით მოამზადებთ ფტორით  გაჯერებულ პასტას.

ხელნაკეთი პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სოდა მეოთხედი ჩ. კ.
  • საკვები კლასის დიატომიური მიწა (შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში, ონლაინ და ჯანსაღი საკვების მაღაზიებში) 3 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი ნახევარი ჩ. კ.
  • პიტნის ექსტრაქტი მეოთხედი ჩ. კ.
  • გაფილტრული წყალი 1 ს. კ.
  • ქლოროფილი მეოთხედი ჩ. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გადაიტანეთ პატარა კონტეინერში და კბილის პასტა მზად არის გამოყენებისთვის.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული კბილის პასტა და  შეუნარჩუნეთ კბილებს ჯანმრთელობა!