მომზადების ეს ხერხი ყველაფერს ცვლის. კომბოსტოს სალათი ასეთი გემრიელი არასდროს ყოფილა

შემოგთავაზებთ კომბოსტოს ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი კერძის გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კომბოსტო 500 გრ
  • სტაფილო (საშუალო) 1 ცალი
  • მარილი ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა მეტი
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • ძმარი 9%-იანი 3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. კომბოსტო გახეხეთ, ჩაყარეთ ქვაბში და მოაყარეთ მარილი.
  2. შემდეგ დაამატეთ ძმარი და აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და კომბოსტო გააცხელეთ (არ აადუღოთ) წვენის გამოყოფამდე (არ მოთუშოთ).
  3. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ გახეხილი სტაფილო, შაქარი და აურიეთ. თუ თქვენთვის მარილი აკლია დაამატეთ.
  4. მომზადებული მასა გააგრილეთ და 1 საათით შედეთ მაცივარში.

შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, გადაიტანეთ საწურზე, გაწურეთ, დაამატეთ 4 ს. კ. ზეთი, კარგად აურიეთ და კომბოსტოს სალათი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!