ფინიკი იდეალური საკვები პროდუქტია და უძველესი დროიდან ითვლება უებარ სამკურნალო საშუალებად.
ფინიკი შეიცავს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. მეცნიერული კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ თუ დღეში 10 ფინიკს შეჭამთ, შეძლებთ სპილენძის, გოგირდისა და მაგნიუმის დღიური ნორმის, რკინის დღიური ნორმის ნახევრის, ხოლო კალციუმის_ მეოთხედის შევსებას.
ფინიკი შეიცავს A, A1, C, B1, B2, B6_ ვიტამინებს, ნიაცინს, რიბოფლავინს, პანტოთენის მჟავას, რომლებიც ხელს უწყობს ნახშირწყლების მონელებას, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს და ცხიმოვანი მჟავების შემცველობას.
თუ ყოველდღიურად მიირთმევთ ფინიკს, შეგიმცირებთ სისხლში ქოლესტერინის დონეს და დაგიცავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისგან.
ფინიკი ხსნის დაღლილობას, ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, სასარგებლოა ანემიის, ჰიპერტონიის, სახის დამბლის, ტუბერკულიოზის დროს. გარდა ამისა, ამშვიდებს ხველას, აქვს ამოსახველებელი, მატონიზირებელი და გამაძლიერებელი მოქმედება, დადებითად მოქმედებს ტვინის აქტივობაზე.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფინიკი განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. რძის მომყვანი ეფექტური საშუალებაა და ამდიდრებს დედის რძეს ვიტამინებით.
ფინიკი აძლიერებს ორგანიზმის უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს სხვადასხვა ინფექციებს, აძლიერებს გულს, ღვიძლსა და თირკმელებს, ინარჩუნებს ორგანიზმში მჟავა ბალანსს და მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ ფინიკი დაბალკალორიულია, შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას. მათი გამოყენება რეკომენდებულია ტკბილეულის ნაცვლად ყველასთვის, ვინც დიეტაზეა ან ცდილობს ნორმალური წონის შენარჩუნებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!