ნივრიანი რძე დაგეხმარებათ წნევის მოწესრიგებაში

მაღალი წნევის დასარეგულირებლად თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალხური მედიცინის უძველესი და მრავალჯერ გამოცდილი რეცეპტები, რომელთა შემადგენლობა გაჯერებულია ბუნებრივი იგრედიენტებით.

ამჯერად, მართლაც, საოცრებას გთავაზობთ, გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და გიამბობთ რძისა და ნივრის კომბინაციის შესახებ, რომელიც ეფექტურად არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას. მდგომარეობის გაუმჯობესებას რამდენიმე დღეში იგრძნობთ. თუ მაღალმა წნევებმა ისევ შემოგიტიათ, არ ინერვიულოთ, მკურნალობის კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.

ჰიპერტენზია არტერიული წნევის მუდმივი ზრდაა. ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.

სამკურნალო საშუალების ძირითადი იგრედიენტი სისლძარღვებისთვის სასარგებლო ნიორია, რომელიც რძეში უნდა მოიხარშოს.

შემოგთავაზებთ სამკურნალო ნახარშის მომზადების ორ მეთოდს.

პირველი მეთოდი

აიღეთ 1 ჩ. ჭ. რძე და 2 თავი ნიორი. ნიორს დაასხით რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ დაახლოებით 30 წუთი. გადაწურეთ, გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. თბილი რძე მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.

მეორე მეთოდი

აიღეთ 1 ლ რძე და 5 თავი ნიორი. ნიორი არ გაარჩიოთ, უბრალოდ კარგად გარეცხეთ. რძიან ჭურჭელში ჩაყარეთ ნივრის მთლიანი თავები და ხარშეთ 15-20 წუთი, გააციეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა. რამდენიმე დღის შემდეგ მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.

თუ მაღალი არტერიული წნევა შეგაწუხებთ, ისევ მოამზადეთ ჯადოსნური სასმელი.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.