შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბების რეცეპტებს. ხელნაკეთი საშუალებები მომზადებულია უცხო სუნელის თესლის ბაზაზე. როდესაც ასაკი გვემატება ან სხეული განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს, თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია.
A, C, D და B ჯგუფის ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით მდიდარი უცხო სუნელი, იგივე ფენგრიკი, ძალიან სასარგებლოა თმისთვის და მაქსიმალურ შედეგს იძლევა თმის ცვენის შესაჩერებლად.
ამ მცენარის თესლი შეიცავს ძლიერ ფიტოესტროგენს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის იმ ესტროგენის მცენარეული ანალოგი, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ქალის ახალგაზრდობასა და სილამაზეზე პასუხისმგებელი სხვა ჰორმონები.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად უნდა გამოიყენოთ უშუალოდ უცხო სუნელის თესლი. უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ნაყენის ან ნახარშის სახით. ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 1 ს. კ. უცხო სუნელის თესლი, ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 250 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 12 საათი. ხოლო ნახარშის მოსამზადებლად 1 ს. კ. თესლი დაფქვით, დაასხით 250 მლ წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 40 წუთი.
ნიღაბი N1
ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ნიღაბი საუკეთესოა თმის ძირების გასამაგრებლად და ცვენის შესაჩერებლად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უცხო სუნელის თესლის ნახარში 200 მლ (რეცეპტი იხილეთ ზემოთ)
- 2 ცალი კვერცხის გული
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებზე. გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ნიღაბი N2
- ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ
- უცხო სუნელის თესლის ნახარში 3 ს. კ.
- 1 ცალი კვერცხის გული
- 2 ს. კ. აბუსალათინის ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ან ზეითუნის, ან სელის ზეთი)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებზე. რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასჟი. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ეფექტს შეამჩნევთ მესამე პროცედურის შემდეგ. სასურველი შედეგის მისაღებად მოცემული საშუალებები უნდა გამოიყენოთ კვირაში 2-3-ჯერ. სამწუხაროდ, სიმელოტესთან ბრძოლა არ არის მარტივი და შეიძლება პროცედურები გაგიგრძელდეთ 5-6 თვე.