როგორ გვეხმარება ფსიქოლოგიური ნუმეროლოგია ადამიანის მომავლის განსაზღვრაში

ძველბერძენი ფილოსოფოსი პითაგორა ჭეშმარიტად ლეგენდარული პიროვნება იყო, რომელსაც სკოლის ნებისმიერი მოსწავლე იცნობს. მის მრავალ აღმოჩენას შორის, დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს ბედისწერის ციფრების პოვნის მეთოდი, რომელიც ცნობილია, როგორც პითაგორას ფსიქომატრიცა დაბადების თარიღის მიხედვით.

ეს ჰოროსკოპი ან ტესტი კი არა, ფსიქოლოგიური ნუმეროლოგიაა, რომელიც ადამიანის შესახებ ბევრი რამის გაგების საშუალებას მოგვცემს, მხოლოდ დაბადების დღის, თვისა და წლის გამოყენებით. საინტერესო მათემატიკა, რომელიც მრავალ ცხოვრებისეულ კითხვაზე გაგვცემს პასუხს, სიმართლეს გვიყვება როგორც ზრდასრულების, ისე ბავშვების შესახებაც.

პითაგორას ფსიქომატრიცა დაბადების თარიღის მიხედვით

როგორ გამოვთვალოთ ეს ციფრები თვით პითაგორას მეთოდით? ამის გაკეთება არც ისე რთულია მისთვისაც კი, ვინც მათემატიკასთან არ მეგობრობს. მაგალითისთვის, დაბადების თარიღად ავიღოთ 1992 წლის 17 ნოემბერი.

  1. პირველ რიგში, იპოვეთ დაბადების თარიღის ჯამი. ამისთვის შეკრიბეთ ყველა ციფრი: 1+7+1+1+1+9+9+2=31
  2. ახლა მიღებული რიცხვის ჯამიც იპოვეთ: 3+1=4
  3. ახლა კი იპოვეთ სხვაობა ზემოთ მიღებულ პირველ რიცხვსა და დაბადების დღის გაორმაგებულ პირველ ციფრს (ჩვენს შემთხვევაში, ეს 1-ია) შორის. მოკლედ: 31-2=29
  4. ახლა მესამე რიცხვი უნდა დაიყვანოთ ციფრამდე: 2+9=11, 1+1=2

ზემოთ ჩამოთვლილი მანიპულაციების გზით, ჩვენ მივიღეთ დაბადების თარიღის კოდი. იგი ასე გამოიყურება: 17 11 1992 31 4 29 2.

რა მოვუხერხოთ ამ კოდს? მიღებული კოდის ციფრები მატრიცაში დანაყოფების მიხედვით უნდა ჩაწეროთ: პირველ დანაყოფში ყველა ერთიანი (ჩვენ 4 ერთიანი გვაქვს), მეორეში – ყველა ორიანი (ჩვენ 3 ორიანი გვაქვს) და ა.შ.

ისღა დაგრჩენიათ, მატრიცა გაშიფროთ, ამიტომაც გეტყვით, თუ რაზე მეტყველებს ეს ერთი შეხედვით იდუმალი 9 უჯრა.

პითაგორას ფსიქომატრიცის ახსნა

1. ხასიათის ძალა (ხანდახან, ტემპერამენტის ძალასაც უწოდებენ). აქ ყველაფერი მარტივადაა: რაც უფრო მეტი ერთიანი ხვდება ამ სექტორში, მით უფრო ძლიერი ხასიათი აქვს ადამიანს.

2. ადამიანის ენერგეტიკა და მისი მაქსიმალურად გამოყენების უნარი. ორიანების არქონა დამახასიათებელია ენერგეტიკული ვამპირებისთვის, რომელთა გვერდით გაჩერებაც შეუძლებელია, აი 3 ან მეტი ორიანი მხიარულ და ქარიზმატულ ადამიანებს აქვთ.

3. ორგანიზაციული უნარები, საკუთარი ცხოვრების მოწყობის უნარი.

4. პოტენციური ჯანმრთელობა და ფარული დაავადებების არსებობა.

5. ლოგიკური აზროვნების უნარი, აგრეთვე, ინტუიციის ძალა.

6. დამოკიდებულება შრომისადმი, ამა თუ იმ პროფესიის ათვისებისადმი მისწრაფება.

7. წარმატება, ფარული ნიჭის არსებობა.

8. პასუხისმგებლიანობა, მოვალეობის შეგრძნება, თანაგრძნობა.

9. ინტელექტუალური შესაძლებლობები. ცხრიანების არარსებობა ახასიათებთ დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ 9 უჯრის ოპტიმალურ მნიშვნელობას 2-3 ციფრი შეადგენს. სწორედ ამ შემთხვევაშია განხილვადი თვისება საკმაოდ კარგად განვითარებული. ნებისმიერ კომპონენტში დეფიციტიცა და სიჭარბეც მხოლოდ არღვევს ჰარმონიას და პრობლემების წყაროდ იქცევა.

რას გვაძლევს ეს ინფორმაცია? პითაგორას კვადრატის გამოყენებით, თქვენ იპოვით ძლიერ მხარეებს და შეძლებთ მათ დაქვეითებას. ასევე, შეგიძლიათ ზედმეტად სუსტ მხარეებზეც იმუშავოთ და ახალ დონეზე აიყვანოთ. მართალია, რთული სამუშაო გელით წინ, თუმცა ასე ნაკლს უპირატესობად აქცევთ. აბა, წარმატებები!