შემოგთავაზებთ ფუმფულა, უნაზესი, ჰაეროვანი და უგემრიელესი კექსის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 250 გრ
- კარაქი 100 გრ
- შესქელებული რძე 1 ქილა
- კვერცხი 4 ცალი
- მარილი მწიკვი
- გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
- ქიშმიში (შეგიძლიათ არ დაამატოთ) 150 გრ
მომზადების წესი:
- ოთახის ტემპერატურის კარაქს დაამატეთ მარილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე.
- სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
- შემდეგ დაამატეთ შესქელებული რძე და გამაფხვიერებელი. თანდათან შეურიეთ გაცრილი ფქვილი. მიიღებთ თხელ ცომს.
- ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი, გადაწურეთ, გააშრეთ, შეურიეთ სუფრის კოვზი სახამებელი და დაამატეთ ცომს.
- კექსის ფორმას წაუსვით ცხიმი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.
ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით ან მოასხით გამდნარი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!