
საოცარი ჩაი დაეხმარება ნებისმიერს, ვისაც გახდომა სურს. მისი წყალობით სწრაფად შეიმცირებთ თეძოსა და წელის გარშემოწერილობას.
სასმელი საოცრად ეფექტურია, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. იგი ბუნებრივი შარდმდენია, რადგან ებრძვის ჭარბი სითხის შეკავებასა და შეშუპებას, ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულად ფუნქციონირებას. სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონიდებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, იცავს გულს დაავადებებისგან და აფერხებს კანის დაბერებას.
ჩაის რეგულარულად მიღება ხელს უწყობს:
- ღვიძლისა და თირკმელების გაწმენდას;
- არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აკონტროლებს დიაბეტის სიმპტომებს;
- ებრძვის დეპრესიას;
- არეგულირებს არტერიულ წნევას;
მეტაბოლიზმის ასასწრაფებელი და გასახდომი ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჰიბისკუსის 4 გამხმარი ყვავილი ან ჰიბისკუსის ყვავილების ფხვნილი1 ს. კ.
- წყალი 1 ლ
- ცეილონის დარიჩინი 1 ჩ. კ.
- ნიორი 2 კბილი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, პატარა ქვაბში აადუღეთ წყალი. როგორც კი ადუღდება, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და ადუღეთ 3 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდნ, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ.
მიღების წესები:
მიიღეთ დღეში 1 ჭიქა და თანდათან გაზარდეთ რაოდენობა, ვთქვათ, მეორე დღეს დალიეთ ჭიქა-ნახევარი და ა. შ. უნდა ახვიდეთ 3 ჭიქამდე, ანუ დღეში 3 ჭიქა უნდა დალიოთ.
ჩაი მიიღეთ კვებათა შორის, განსაკუთრებით, როდესაც მიირთმევთ ტკბილეულს და სხვა მავნე საკვებს. შეეცადეთ, რომ ჩაი არ დაატკბოთ. იმ პერიოდში, როდესაც იღებთ გასახდომ ჩაის, მოერიდეთ მარილის ჭარბი რაოდენობით მოხმარებას, რადგანის იწვევს სითხის შეკავებას.
გამოიყენეთ ისეთი სანელებლები, როგორიცაა ოხრახუში, როზმარინი, ორეგანო (თავშავა), მოერიდეთ ნახშირწყლების (პური, მაკარონი, დესერტები, ცომეული) მიღებას. გამოიყენეთ ყველა სახის მარცვლეული, რომლებიც განაყრებთ.
ჰიბისკუსის ჩაის არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. მისი გამოყენება არ შეიძლება ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებისთვის, ორსულებისთვის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში.
შემოთავაზებული სასმელის წყალობით შეძლებთ თვეში 5 კგ დაკლებას და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!