ნივრის წვნიანი: კერძი, რომელიც 100-ჯერ უკეთესად მოქმედებს, ვიდრე ანტიბიოტიკები

გაზაფხულზე ვიტამინის დეფიციტის დროს ჩვენ, ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება იმუნური სისტემის სტიმულირება. ნიორი ის ძლიერი იარაღია, რომელიც არა მხოლოდ გადამწყვეტ დარტყმას აყენებს ვირუსებსა და ბაქტერიებს, არამედ აძლიერებს მთელს სხეულს.

ნიორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. მასში შემავალი ალიცინი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, არტერიულ წნევას, ხელს უშლის სისხლის შედედებას და ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

ბევრისთვის, ნივრის ჭამა განსაკუთრებულ დაბრკოლებებს ქმნის. ჩვენ გთავაზობთ ნივრის კრემსუპის რეცეპტს, რომლის მირთმევის შემდეგაც შეგიძლიათ უსაფრთხოდ წახვიდეთ პაემანზე.

ნივრის წვნიანი

მასალები:

  • ნივრის 2 დიდი თავი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 დიდი ხახვი
  • 1.5 ლ ქათმის ბულიონი
  • ხმელი ქონდარი
  • 1/2 ჩ.კ. გამხმარი ჯანჯაფილი
  • 400 გ მოხარშული კარტოფილი
  • მარილი, წიწაკა
  • 100 მლ კრემი
  • 1/2 ლიმონის წვენი (სურვილისამებრ)

მომზადება:

1. გაახურეთ ღუმელი 180°C- მდე. დაჭყლეტილი ნივრის კბილი მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, დაამატეთ მცენარეული ზეთი და გამოაცხვეთ 45 წუთის განმავლობაში.

2. წვრილად დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ კარაქში, დაამატეთ ჯანჯაფილი.

3. დაჭრილი ნიორი დაამატეთ ხახვს და ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 2-3 წუთი.

4. მოხრაკული ხახვი და ნიორი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ქათმის ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

5. დაამატეთ დაჭრილი მოხარშული კარტოფილი. სუპი დააბლენდერეთ.

6. დაამატეთ მარილი, წიწაკა და კრემი. კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე.

7. გადმოდგით წვნიანი ცეცხლიდან, სურვილის შემთხვევაში მოასხით ლიმონის წვენი.

ეს კერძი პირველი კოვზიდან შეგიყვარდებათ! გრიპის და გაციების სამკურნალო ასეთი სუპი გასტრონომიულ სიამოვნებად გადაიქცევა. პროფილაქტიკური მიზნით, დაამატეთ ხორცი, ჩაშუშული ბოსტნეული.

გაახარეთ თქვენი მეგობრები: გაუზიარეთ ეს რეცეპტი!