როგორები იყვნენ რეალურად ჩვენი წინაპრები, რომლებსაც მხოლოდ წიგნებიდან ვიცნობთ

0
2229

1877 წელს ჰერმან შაჰფაუზენი, გერმანელი ანთროპოლოგი, იყო პირველი, ვინც ცდილობდა ადამიანის გარეგნობის აღდგენას პალეოლითური ხანიდან თავის ქალის გამოყენებით. დღეს, ამ მეთოდის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ისტორიული მოღვაწეების ნამდვილი იერსახე მათ პორტრეტებსა და ქანდაკებებს და გავარკვიოთ, როგორ გამოიყურებოდნენ რეალურად ჩვენი ცნობილი წინაპრები.

დედოფალი ელიზაბეტ I

2018 წელს, ბრიტანელმა მხატვარმა მატი კოლაშავმა წარმოადგინა თავისი რობოტული პროექტი სახელწოდებით ,,ახალგაზრდობის ნიღაბი” და  დედოფალ ელიზაბეტ I-ის სახის რეკონსტრუქცია მოახდინა, როდესაც ტახტზე ავიდა, ის მხოლოდ 25 წლის იყო. დედოფლის მეფობას ინგლისის ისტორიაში ოქროს ხანას უწოდებენ.

ნერონი

ესპანელმა მხატვარმა სალვა რუანომ შექმნა პროექტი სახელწოდებით Césares de Roma და გადააკეთა რომაელი იმპერატორების სახეები, როგორიცაა ნერონი, ოქტავიანე ავგუსტუსი და კალიგულა. მეტი რეალობის გამოსახატავად, მხატვარმა გამოიკვლია მათი და სხვა ხელმისაწვდომი წყაროების ამსახველი მონეტები.

ნერონი იმპერატორი გახდა, როდესაც ის 16 წლის იყო. თავდაპირველად იგი გონიერი და გამჭრიახი ადამიანი იყო, მაგრამ მოგვიანებით თავისი ტირანული ხასიათი გამოავლინა.

ოქტავიანე ავგუსტუსი

ოქტავიანე ავგუსტუსი კეისრის დისშვილი და რომის იმპერიის დამაარსებელი იყო. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა სახელმწიფოს საზღვრები და გახდა რომის პირველი იმპერატორი.

ნიკოლოზი (სანტა კლაუსის პროტოტიპი)

ქრისტიანები მას წმინდა ნიკოლოზს უწოდებენ. აღმოსავლეთში, იგი მიიჩნევა მოგზაურთა, ობოლთა და პატიმრების მფარველ წმინდანად. დასავლეთში, ის არის ყველა ადამიანის მფარველი, განსაკუთრებით ბავშვების. ის, ასევე, სანტა კლაუსის პროტოტიპის.

2014 წელს, ბრიტანელმა მეცნიერებმა მისი თავის ქალის რეკონსტრუქცია მოახერხეს. ნიკოლოზის სიმაღლე 5’6 იყო, თავი მრგვალი, ყბა კი მასიური.

ქალპეა, რომელიც 7,500 წლის წინ ცხოვრობდა 

1996 წელს გიბრალტარში ნაპოვნია ქალის ნეშთი, რომელიც 7,500 წლის წინ ნეოლითის პერიოდში ცხოვრობდა. მას კალპეა ერქვა, იმ კლდის საპატივცემულოდ, სადაც იყო დამარხული. მისი თავის ქალა დეფორმირებული იყო, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მეცნიერებმა ახლახან მოახერხეს მისი აღდგენა და სულ რაღაც 6 თვეში გადააკეთეს კალპეას გარეგნობა. გაირკვა, რომ იგი შავგვრემანი იყო მუქი თვალებით, რომელიც დაახლოებით 30-40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სიფანის მბრძანებელი

1987 წელს არქეოლოგმა ვალტერ ალვამ აღმოაჩინა ვიღაცის საფლავი, რომელიც ცნობილია როგორც ,,სიპანის მბრძანებელი” პერუს ჩრდილოეთით. უმაღლესი რანგის მმართველი კიდევ 8 ადამიანთან ერთად დაკრძალეს. 2016 წელს ანთროპოლოგებმა მოახდინეს მისი გარეგნობის რეკონსტრუქცია და გაარკვიეს, რომ იგი ართრიტით დაავადდა და გარდაიცვალა, როდესაც 45-დან 55 წლამდე იყო.

მარიამ მაგდალინელი

2017 წელს, , ანთროპოლოგმა და სასამართლო ექსპერტმა ფილიპ შარლერმა, ვერსალის უნივერსიტეტიდან, მოახდინეს მარიამ მაგდალინელის გარეგნობის რეკონსტრუქცია. მისი სახის განსასაზღვრად, მის ქალას 500-ზე მეტი ფოტო გადაუღეს, შემდეგ კი შექმნეს 3D მოდელი. თუმცა, მეცნიერთა აზრით, ისინი 100% დარწმუნებული არ არიან, რომ თავის ქალა ეკუთვნის მარიამ მაგდალინელს.

მერიტამენი

მერიტამენი ძველი ეგვიპტის მმართველი და რამსეს II-ის ქალიშვილი იყო. XIX საუკუნის დასაწყისში მისი საფლავი კარლ ლეპსიუსმა აღმოაჩინა. 2016 წელს, მისი რეკონსტრუქცია მოხდა. მათ გამოიყენეს 3D პრინტერი და კომპიუტერული ტომოგრაფია. მერიტამუნის თავის ქალის დაბეჭდვას 140 საათი დასჭირდა.

რობერტ ბრიუსი

რობერტ ბრიუსი ერთ-ერთი უდიდესი შოტლანდიელი მონარქი და ბრიუსის დინასტიის დამაარსებელი იყო. მოხდა მისი სახის რამდენიმე რეკონსტრუქცია და მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ იგი განიცდიდა კეთროვანებას. მაგრამ მათ ვერ მიიღეს საბოლოო დასკვნა მონაცემების არარსებობის გამო და გადაწყვიტეს, რომ წარმოედგინათ რობერტის გარეგნობის 2 ვერსია: ერთი დაავადების კვალით და ერთი მის გარეშე.

უილიამ შექსპირი

უილიამ შექსპირი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დრამატურგად ითვლება მსოფლიოში. მისი გარდაცვალების შემდეგ, მრავალი ეჭვი შეიტანეს მისი ნაწარმოებების ავტორთან დაკავშირებით. მაგალითად, მის ლექსიკაში შესულია 7500-დან 29 000 სიტყვა, მაგრამ არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ მას ჰქონდა რაიმე განათლება.

1849 წელს გერმანიაში შექსპირის სიკვდილის ნიღაბი იპოვეს. მისი დახმარებით, დუნდიის უნივერსიტეტის ბრიტანელმა ანთროპოლოგთა ჯგუფმა მისი სახის რეკონსტრუქცია მოახდინა.

რომ გქონდეთ შესაძლებლობა ესაუბროთ ისტორიულ ფიგურას, რომელი იქნებოდა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here