კაცობრიობა კარგად იცნობს თირკმელების ქვების პრობლემას. უფრო მეტიც, მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ ამ დაავადების გავრცელების რისკი, ვიდრე ქალებს. ამ ავადმყოფობის სიმპტომები შეიძლება ფარული იყოს, მაგრამ თუ ქვები იმოძრავებს, ძალიან მტკივნეული პროცესები დაიწყება. ასე რომ, მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ მათი დაუყოვნებლად ამოცნობა და ექიმთან კონსულტაცია.
ჩვენ შევადგინეთ თქვენთვის საინტერესო სიმპტომების ჩამონათვალი, რომელიც მიუთითებს თირკმლის ქვებზე. გირჩევთ, გულდასმით შეისწავლოთ ისინი და, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებელი ზომები მიიღოთ.
1. ძლიერი ტკივილი
თქვენ შეიძლება იგრძნოთ უკიდურესი ტკივილი მუცლის არეში ან ზურგზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვა იწყებს მოძრაობას, რაც თირკმელებში ქმნის წნევას.
2. ცვლილებები შარდში
შარდში რამდენიმე შესაძლო ცვლილებაა თირკმლის ქვების გამო.
- შარდის გამოყოფის მუდმივი და ხშირი მოთხოვნილება ხდება მაშინ, როდესაც ქვა იწყებს მოძრაობას და შარდის ბუშტს აღწევს. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და წვის შეგრძნება შარდვის დროს.
- შარდის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, რაც შარდსაწვეთში ჩარჩენილი ქვებთან არის დაკავშირებული. მას შეუძლია მთლიანად შეაჩეროს შარდის გადინება.
- შარდსაწვეთში ქვების არსებობის გამო შარდში შეიძლება გამოჩნდეს სისხლი. ცუდი სუნი შეიძლება მიანიშნებდეს, რომ თირკმელებში გაქვთ ინფექცია.
3. სიცივე და სიცხე
მაღალი ტემპერატურა შესაძლოა მიანიშნებდეს ინფექციაზე თქვენს საშარდე გზებსა ან თირკმელებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.
4. გულისრევა
ეს იმის გამო ხდება, რომ თირკმელებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აქვს საერთო კავშირი. ეს სიმპტომები ასევე შეიძლება იყოს ძლიერი ტკივილის შედეგი.
5. გრძნობთ სისუსტეს ან დაღლილობას
თირკმელების ფუნქცია მცირდება, თუ ქვები გაქვთ. ამის გამო, შეიძლება მოხდეს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თქვენს გრძნობებზე. შეიძლება ჩვეულებრივად უფრო დაღლილად იგრძნოთ თავი და განიცადოთ ძლიერი ტკივილი, რამაც შეიძლება დაგასუსტოთ.
ბონუსი: თქვენ რისკის ქვეშ ხართ, თუ:
- არ სვამთ საკმარის წყალს
- გყავთ ნათესავები იგივე დაავადებით
- იღებთ ბევრს შაქარს, ნატრიუმისა და ცილას
- მიიღეთ ვიტამინი D და კალციუმის დანამატები
- გაქვთ ჭარბი წონა
რამდენად ხშირად მიდიხართ ექიმს შემოწმების მიზნით? თირკმელებს ამოწმებთ? ამის შესახებ შეგიძლიათ კომენტარებში გვესაუბროთ.