7 დღეში წონის დაკლების უსაფრთხო მეთოდები

ქორწილის, წვეულების ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ წონაში სწრაფად დაკლება ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ გასახდომ მეთოდებს, რომელიც თქვენი სხეულის ფორმის შეცვლას 7 დღეში მოახერხებს:

რა არის მსუბუქი დღე?

ეს დღე კარგი პერიოდია ტოქსინების მოსაშორებლად, ცხიმების დასაწვავად და შეშუპების გასაქრობათ. ეს ჭამის სპეციალურ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც კვირაში 2 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოთ.

როგორ მუშაობს მსუბუქი დღე?

მსუბუქი დღის განმავლობაში საჭმელი მხოლოდ გაზქურაში უნდა მომზადდეს ან დაიორთქლოს. უნდა ჭამოთ 100-150 გრამი საჭმელის ყოველ 1 საათში და დალიოთ 1 ჭიქა ლიმონის წვენის და წყლის ნაზავი უზმოზე. არ ივარჯიშოთ ამ დღეს და დალიეთ ბევრი წყალი ან მწვანე ჩაი.

მსუბუქი დღე: ზეთი

ამ დღეს აუცილებელია გაააქტიუროთ ცხიმების დამშლელი ფერმენტები. ამისათვის უნდა მიიღოთ 500მლ. დაბალცხიმიანი კრემი ან რძე, 5 ნაწილად.

მსუბუქი დღე: ნახშირწყლები:

აირჩიეთ საყვარელი პროდუქტები ნახშირწყლების მისაღებად და ჭამეთ ვაშლი, საზამთრო, გამხმარი ხილი და შვრია დრის მანძილზე.

მსუბუქი დღე: ცილა

ცილის მსუბუქი დღეები წონის კლებისთვის საუკეთესო მონაკვეთია. ცილას ნელა ინელებთ და შესაბამისად უფრო დიდი ხნით დაიცავთ თავს შიმშილის გრძნობის გაჩენისგან. ცილის მისაღებად უნდა ჭამოთ ხორცი, ყველი და თევზი. არ დაგავიწყდეთ წყლის სმა.

რა არის დეტოქსიკაცია?

დეტოქსიკაცია ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლების მეთოდს წარმოადგენს. მისი მთავარი მეთოდია ხილის და ბოსტნეულის მიღება სითხის ფორმით, რის გამოც უნდა დალიოთ ბევრი წვენები, სმუზები და წყალი.

დეტოქსიკაციისთვის სასარგებლო პროდუქტები, რომლებისგანაც სმუზი შეგიძლიათ გააკეთოთ:

  • კენკრა
  • გამომშრალი ხილი
  • ავოკადო
  • ბანანი
  • ჭარხალი
  • ვაშლი
  • კომბოსტო
  • სტაფილო
  • ბროკოლი
  • ტკბილი წიწაკა
  • ყურძენი
  • ისპანახი
  • ბროწეული
  • კიტრი

არასწორი საჭმელი დეტოქსიკაციისთვის

დეტოქსიკაციაში ხელს შეგიშლით შაქრით და მარილით სავსე პროდუქტები, შემწვარი და შებოლილი საჭმელები, ალკოჰოლი, ყავა, ხორცი, ქოქოსი და გაზიანი სასმელები.