ჯანმრთელობის შენარჩუნება მარტივი საქმე არ არის. დროთა განმავლობაში, ჩვენი ორგანოებისა და სხეულის ფუნქციები უარესდება, რაც ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა მხედველობის დაქვეითება ან გაუვალობა.
ზოგჯერ, ღვიძლში შესაძლოა ძალიან ბევრი ცხიმი დაგროვდეს, რაც უამრავ პრობლემას იწვევს, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც დაგეხმარებათ – ჭარხალი.
ჭარხალი არის ბოსტნეული, რომელსაც ძირითადად იყენებენ სალათებში. არც თუ ისე ბევრმა იცის, რომ ჭარხალს ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს – მაგალითად, მას შეუძლია ღვიძლიდან ცხიმის მოცილება, მსხვილი ნაწლავის გაუვალობის თავიდან აცილება და მხედველობის აღდგენა. და ეს ყველაფერი არ არის!
ჭარხალს შეუძლია გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა და გააძლიეროს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ასევე ის უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში საკმარის ენერგიას.
ეს ბოსტნეული შეიცავს ბეტაინს და ტრიპტოფანს, იშვიათ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ ნერვების დამშვიდება და სტრესთან გამკლავება.
ჭარხლის ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას და გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.
ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ჯანსაღი ჭარხლის სალათი, რომელსაც ყოველდღე სიამოვნებით მიირთმევთ:
მასალები:
- 2-3 ჭარხალი
- 2 ხახვი
- ზეითუნის ზეთი
- ძმარი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ჭარხალს მოაშორეთ კანი, მოაყარეთ მარილი, შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ თასში.
- შემდეგ ხახვი დაჭერით და შეურიეთ ჭარხალს, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ძმარი და მარილი გემოვნებით.
- სალათს მოასხით ძმარი და დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში.
- ამის შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ და ისიამოვნოთ.
ეს საოცარი სალათი გაასუფთავებს მსხვილ ნაწლავსა და ღვიძლს და გააუმჯობესებს მხედველობას. ჭარხალი საკმაოდ ჯანსაღი ბოსტნეულია, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენი კვების რაციონში.