27 მიზეზი, რატომაც უნდა შეიყვაროთ ქოქოსის ზეთი – ახლა მის გარეშე ვეღარ ვძლებ

ქოქოსის ზეთი მსოფლიოში ყველაზე სუფთა ზეთია, ის შეიცავს სპეციფიკურ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც სხვა ცხიმებისგან განსხვავებულად იშლება და ორგანიზმი სრულად შეიწოვს. შეგიძლიათ შეიძინოთ ეს პროდუქტი აფთიაქში ან შეუკვეთოთ ინტერნეტით.

ჰაერის დაბალ ტემპერატურაზე ზეთი მკვრივდება, ხოლო თხევად მდგომარეობაში მისაყვანად შეგიძლიათ ქილა გაათბოთ. პროდუქტის თვისებები არ შეიცვლება.

ქოქოსის ზეთი სილამაზისთვის

  1. დამატენიანებელი ლოსიონი. საღამოს პროცედურების დასრულების შემდეგ, როგორც საბოლოო ნაბიჯი, გაიწმინდეთ კანი ქოქოსის ზეთით. დაიმასაჟეთ და ეცადეთ კანი არ დაიჭიმოთ. ერთი საათის შემდეგ, სახე გაიმშრალეთ ქაღალდის პირსახოცით.
  2. სახის გამწმენდი ნიღაბი. შეურიეთ 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი 1 ს.კ. თაფლს (დარწმუნდით, რომ არ ხართ თაფლზე ალერგიული). მიღებული მასა წაისვით სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  3. თვალის კრემი. თვალების ირგვლივ ჩვეულებრივი კრემის ნაცვლად წაისვით ქოქოსის ზეთი, გარანტირებულია, რომ გაახალგაზრდავებს კანს და მოიშორებთ მუქ წრეებს.
  4. თმის ნიღაბი. ქილა თბილ წყალში ჩადეთ ისე, რომ ზეთი თხევადი გახდეს. შეიზილეთ პროდუქტი თმის ძირებში, შემდეგ კი გაავრცელეთ იგი მთელ სიგრძეზე. 30 წუთის შემდეგ, თმა დაიბანეთ შამპუნით. ერთი თვის შემდეგ თმა იქნება: ძლიერი, ელასტიური და სქელი.
  5. ქერტლის წამალი. წაისვით ზეთი თავის სკალპზე, დატოვეთ ღამით. დილით, დაიბანეთ თმა ჩვეულებრივი გზით.
  6. მზისგან დამცავი. სხვათა შორის, ინდოელი ლამაზმანები ვერ წარმოიდგენენ ცხოვრებას თმისთვის ქოქოსის ზეთის გამოყენების გარეშე. ეს იცავს მათ ხვეულ თმას გამოშრობისგან.
  7. პარსვის შემდგომი კრემი. ალბათ ამისთვის ყველაზე ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა
  8. ტუჩის ბალზამი. ქოქოსის ზეთი ატენიანებს და აახალგაზრდავებს ტუჩების კანს და აქრობს ბზარებს.
  9. სკრაბი ქუსლებისთვის.  2-3 ს.კ. ქოქოსის ზეთი დაამატეთ 1 ს.კ. ბუნებრივი ხმელი ყავა, ჩაასხით ნარევი შესაფერის კონტეინერში და მოათავსეთ მაცივარში.
  10. მაკიაჟის მოსაშორებელი. ქოქოსის ზეთი არ აღიზიანებს თვალებს და ეფექტურად აშორებს კოსმეტიკას.
  11. დამამშვიდებელი ეფექტი ქუსლებისთვის: უბრალოდ შეზილეთ ზეთი გაუხეშებულ კანზე.

ქოქოსის ზეთი სამზარეულოსთვის

გთხოვთ გაითვალისწინოთ: კოსმეტიკური ქოქოსის ზეთი არ არის შესაფერისი სამზარეულოსთვის. ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული, რომ საკვები ზეთია.

  1. ზეთი შეწვისა და გამოცხობისთვის. აძლევს კერძებს პიკანტურ არომატს და ამდიდრებს გემოს.
  2. სმუზები. სცადეთ ეს რეცეპტი: ბლენდერში ჩაასხით 2 ს.კ. ქოქოსის რძე, 20 გ ქოქოსის ზეთი, მწიკვი ვანილი, 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი, ½ ს.კ.. მარწყვი და 1 ჩ.კ. დარიჩინის ფხვნილი. ისიამოვნეთ!
  3. სალათის დრესინგი. ქოქოსის ზეთი არა მხოლოდ დაამატებს სანელებელს სალათის გემოვნებას, არამედ ხელს შეუწყობს მცენარეებისგან ვიტამინების უკეთეს ათვისებას.
  4. მაიონეზისთვის. მაიონეზი ჩაანაცვლეთ რეგულარული ქოქოსის ზეთით – გემოვნება სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
  5. კვერცხისთვის. ემპირიულად დადგენილია, რომ ქოქოსის ზეთით შემწვარი კვერცხები უფრო დიდხანს ინახება.

ქოქოსის ზეთი ჯანმრთელობისთვის

  1. ანთებისა და ჭრილობების დროს. ქოქოსის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ჭრილობების სამკურნალო თვისებები. უბრალოდ წაისვით დაზიანებულ ადგილას.
  2. ჯანსაღი სუნთქვისთვის. ცუდი სუნთქვა შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიების დაგროვებით. ქოქოსს შეუძლია ამას გაუმკლავდეს, და ასევე ეფექტურად ათეთრებს კბილებს.
  3. არომათერაპიისთვის. გამოიყენეთ ზეთი, როგორც არომატული ნარევები.
  4. იმუნიტეტისთვის. მათ, ვინც მუდმივად იღებს ქოქოსის ზეთს, უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვს.
  5. ფარისებრი ჯირკვლისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.
  6. ართრიტისთვის. წაისვით სახსრებზე ტკივილის შესამცირებლად.
  7. სოკოვანი ინფექციებისთვის. 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთს დაამატეთ 3 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი და დაიბანეთ ფეხები ამ ნაზავით ყოველ საღამოს.
  8. ყელის ტკივილისთვის. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი და მოიშორეთ ყელის ტკივილი.

ქოქოსის ზეთი ბავშვებისთვის და მშობიარობის შემდგომ

  1. მკერდისთვის. ქოქოსის ზეთი ხელს შეუწყობს ძუძუთი კვების დროს ძუძუს თავების მოშუშებას, ეს ასევე უსაფრთხოა ბავშვისთვის.
  2. სტრიებისთვის. თუ ორსულობის პერიოდში გაგიჩნდათ სტრიები, რეგულარულად გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი.
  3. ბავშვის კანისთვის. ქოქოსის ზეთი არის ბავშვთა ძვირადღირებული ლოსიონების ალტერნატივა.

ქოქოსის ზეთი სახლის მოვლისთვის

  1. აშორებს ჟანგს. ჯანგის მოსაშორებელი ყველაზე სურნელოვანი საშუალებაა!
  2. საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამწმენდი საშუალება. ტექნიკის გამოყენების შემდეგ, ქოქოსის ზეთით გაწმინდეთ ხორცის საფქვავი ან ბლენდერი.
  3. ავეჯის გამწმენდი საშუალება. მისი გამოყენების შემდეგ ავეჯი ნამდვილად იბრწყინებს. ასევე არაჩვეულებრივ სურნელს მიანიჭებს.
  4. ფეხსაცმლისთვის. ქოქოსის ზეთი კარგად წმენდს ფეხსაცმელს და ტყავის სხვადასხვა ნივთებს: საფულეებს, ჩანთებს, ხელთათმანებს…

ნამდვილად შთამბეჭდავია, არა?