როგორ მოვამზადოთ პოპულარული სასმელი ,,ბეილისი“ საკუთარი ხელით

0
466

პოპულარული ლიქიორის, ,,ბეილისის“, მომზადების მრავალი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ნაღების უგემრიელესი ,,ბეილისის“ მომზადებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნაღები 30%-იანი 200 მლ
  • სპირტი 125 მლ
  • მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
  • ხსნადი ყავა 1 ჩ. კ.
  • ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ყავა გახსენით ცოტა ცხელ წყალში.
  2. მოხარშული შესქელებულ რძეს დაამატეთ ნაღები, გაგრილებული წყალი და ყავა.
  3. ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. თანდათან დაამატეთ სპირტი ისე, რომ დაბლენდერება არ შეწყვიტოთ.
  5. შეგიძლიათ სპირტი ჩაანაცვლოთ არყით ან კონიაკით.

მომზადებული ლიქიორი გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!