რჩევები გამოცდილი ლამაზმანებისგან: ასე შეგიძლიათ ებრძოლოთ ნაადრევ სიბერეს სახლის პირობებში

ვერავინ შეაჩერებს დაბერების პროცესს, მაგრამ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები შეგიძლიათ ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ. თანამედროვე ქალები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც გამოცდილია წინა თაობის ლამაზმანების მიერ. ამ საშუალებებს შეუძლიათ გაგიქროთ თუნდაც ღრმა ნაოჭები. ეს საშუალებები აუცილებლად გექნებათ სახლში, თან ყველა ბუნებრივი საშუალებაა.

გთავაზობთ ნაოჭების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშალებებს. მათი რეგულარული გამოყენების შემდეგ, თქვენ  რამდენიმე წლით ახალგაზრდად გამოიყურებით. მაცდური პერსპექტივაა!

ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება

თვალის ნაოჭების ნიღაბი

პურის ნიღაბი ძალიან ეფექტურია ღრმა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში. კარაქი წაუსვით თეთრ პურს და ნაზად წაისვით კანზე თვალების გარშემო. 35–40 წუთის შემდეგ, კარგად დაიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი უნდა გამოიყენოთ კვირაში ორჯერ.

თვალის ნაოჭების კრემი

შეურიეთ ორი ჩაის კოვზი კალენდულა და ერთი კოვზი სააფთიაქო გვირილა და დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი. დატოვეთ 25–35 წუთი. შემდეგ დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და აურიეთ. წაისვით ეს კრემი ძილის წინ თვალების გარშემო ყოველდღე. გახსოვდეთ, რომ ხელნაკეთი კრემი უნდა ინახებოდეს მაცივარში არა უმეტეს ოთხი დღის განმავლობაში.

შუბლის ნაოჭების ნიღაბი

ბევრი კოსმეტოლოგი გვირჩევს ძალიან ეფექტურ საფუარის ნიღბის მომზადებას. საფუარში, არსებობს ვიტამინი B, რომელიც მშვენივრად ანათებს კანს და არბილებს ნაოჭებს. საფუარს დაამატეთ ცოტა რძე. წაისვით ნიღაბი კვირაში სამჯერ ნახევარი საათის განმავლობაში.

დაბერების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი

შეურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და იგივე რაოდენობის აბუსალათინის ზეთი და წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ თბილი რძით. არ არის აუცილებელი პროცედურის შემდეგ წაისვათ კრემი.

სახის ბუნებრივი ზეთები

აიღეთ ერთი კოვზი ხორბლის ზეთი, ავოკადოს და ნუშის ზეთი. აურიეთ და დაამატეთ ატმის ზეთის ორი წვეთი და სეზამის ზეთის სამი წვეთი. დღეში ორჯერ შეიზილეთ ნაოჭებზე ბამბის ტამპონით.

ეს ნიღბები და კრემები დაგეხმარებათ მოიშოროთ ღრმა ნაოჭები. დაიმახსოვრე – არასწორი ცხოვრების წესი შეასუსტებს ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალებების მუშაობას! მოიშორეთ ცუდი ჩვევები, დალიეთ უფრო ნეტი სუფთა წყალი და შეეცადეთ ნაკლები ინერვიულოთ. და რაც მთავარია – ნუ შეწყვეტთ ღიმილს! ლამაზი ქალი, პირველ რიგში, ბედნიერი ქალია …

გაუზიარეთ ეს რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც.