შემოგთავაზებთ კეფირისა და ვანილის არომატით გაჯერებული ნაზი და ჰაეროვანი კექსის რეცეპტს. უგემრიელესი დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია და ინგრედიენტებიც ხელმისაწვდომია.
კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- კეფირი 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 200 გრ
- ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
- კარაქი 100 გრ
- გამაფხვიერებელი 14 გრ
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, შეურიეთ კეფირი და გამდნარი კარაქი. შემდეგ თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- კექსის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-50 წუთი (დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე).
- მზა კექსს გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან დაფარეთ გამდნარი შოკოლადით, ან მინანქრით.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!