17 ძალიან სასარგებლო საყოფაცხოვრებო ხრიკი, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს

0
2718

ჩვენ შევაგროვეთ სასარგებლო საოჯახო ხრიკები, რომლებიც შექმნილია ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად. მაშინაც კი, თუ ვერ შეძლებთ მათ გამოყენებას, აუცილებლად შეინახეთ, არ იცით როდის სად დაგჭირდებათ.

1. საპირფარეშოში უსიამოვნო სუნის აღმოფხვრისთვის შესანიშნავი ხრიკია.

აღმოფხვრის უსიამოვნო სუნს საპირფარეშოში. უნიტაზში ჩაასხით რამდენიმე წვეთი სარეცხი, რათა დაივიწყოთ უსიამოვნო სუნი.

2. ეს საშუალება მცირედ ჟანგს მოაშორებს თქვენს საყვარელ დანას ან ჩანგალს.

3. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ უჯრის ხმაურიანი დახურვა მაშინ აუცილებლად უნდა მოსინჯოთ ასეთი რამ !

4. უნივერსალური საწმენდი საშუალება.

5. ფანჯრის გაწმენდას ჩვენ თითქმის ყოველთვის სხვადასხვა საშუალებებით ვცდილობთ, მაგრამ ძალზედ ეფექტური საწმენდის დამზადება ჩვენ თავადვე შეგვიძლია. ამისთვის კი დაგვჭირდება წყალი და სოდა. აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში და შეასხურეთ მინას.

6. არასდროს გაწმინდოთ პრიალა ზედაპირი ახალი საწმენდით, ან სხველი საშუალებებით, რადგან ასე თქვენ მხოლოდ ხაზავთ ზედაპირს. გამოიყენეთ სპეციალური მშრალი საწმენდები ან ნაკლებად უხეში საწმენდი, რომელიც აუცილებლად მშრალი უნდა იყოს.

7. შემოდგომა ის პერიოდია, როდესაც სიცივეები იწყება. ამ დროს მნიშვნელოვანია მოახდინოთ თქვენი ფანჯრების საფუძვლიანი გაწმენდა, რომელშიც გლიცერინის და სპირტის ნარევი დაგეხმარებათ.

8. სამზარეულოს ხელსახოცების გარეცხვა მნიშვნელოვანია მოხდეს ისე, რომ ის შემდეგშიც გამოსადეგი იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენ გირჩევთ მისი გარეცხვა მოახდინოთ თბილ ძმრიან წყალში.

9. კარის სახელური ყოველთვის ბევრ ბაქტერიას ინახავს. ჩვენი რედაქცია გირჩევთ, რომ კვირაში მინიმუმ ერთხელ მოახდინოთ მისი გაწმენდა სპეციალური სპირტის საშუალებით, რომელიც ბაქტერიებს მოაშორებს.

10. დივანის გარეცხვა ბევრისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. სინამდვილეში მისი გაწმენდა ჭუჭყისგან მარტივია. თქვენ დაგჭირდებათ ისევ და ისევ სპირტი, რომელიმაც მცირედით უნდა დაფაროს დივანის ზედაპირი. გააჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ საფუძვლიანად გაწმინდეთ.

11. ხალიჩების გაწმენდისთვის აღარ არის საჭირო მათი ქიმწმენდაში წაღება. მოაყარეთ საცხობი სოდა ხალიჩას და გააჩერედ რამდენიმე საათი. დროის გასვლის შემდეგ მტვერსასრტუსი საშუალებით მოაშორეთ სოდა ხალიჩას. შედეგით გაოცებული დარჩებით !

12. საბაზანოში სხვადასხვა მეტალის ინსტრუმენტის გაწმენდა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ლიმონის საშუალებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

13. მინის გასაწმენდად რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყვეს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა კარტოფილიც, რომელიც უნდა გამოიყენოთ შემდეგნაირად: გაჭერით ერთი კარტოფილი შუაზე, წაუსვით მინას და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოწმინდეთ ის.

14. კარტოფილის სწრაფად მოხარშვისთვის წყალში დაამატეთ მცირეოდენი კარაქი.

15. წვიმიან დღეებში ძალიან რთულია ფეხსაცმლის გაშრობა. ჩვენ კი გთავაზობთ ხრიკს, რომელიც ფეხსაცმელს წვიმიან დღესაც გააშრობს. ამისთვის დაგვჭირდება მარილი და რაიმე თხელი, რომლის საშუალებითაც მარილი წყალს ფეხსაცმელს მოაშორებს.

16. ყველის გასახეხათ გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ყველი არ მიეკრობა ერთმანეთს და გაცილებით გემრიელი გამოვა.

17. სამზარეულოდან უსიამოვნო სუნის სწრაფად მოსაშორებლად უნდა მოიქცეთ შემდეგნაირად: მოათავსეთ ქვაბში მცირეოდენი ძმარი და დაიწყეთ მისი ნელ ცეცხლზე ადუღება. ძმრის ორთქლი სწრაფად მოაშორებს უსიამოვნო სუნს თქვენს სამზარეულოს.

გაუზიარეტ ეს სასარგებლო ხრიკები თქვენს მეგობრებსაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here